ივანიშვილი მარიხუანის ექსპორტის უპირატესობაზე საუბრობს

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი, ვინც საქართველოში სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის კულტივაციის იდეა წამოაყენა.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. კოსმეტიკური და სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის წარმოებისა და ექსპორტის წყალობით საქართველოს მილიარდი დოლარი შეუძლია მიიღოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

კანაფი საქართველოში - მოყვანა, გადამუშავება და იმპორტი რეალობა ხდება>>>

საქართველოს მთავრობამ სექტემბრის შუა რიცხვებში შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანის მოყვანას ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის. ამ ინიციატივამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით პარლამენტმა პროექტის განხილვა ორი თვით გადადო.

„რენტაბელობა არის ძალიან დიდი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს ერთ-ორ და სამ წელში“, – განაცხადა ივანიშვილმა ქვეყნის სამი წამყვანი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ქართული ოცნების“ ლიდერი მართებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მისმა პარტიამ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა შეაჩერა.

Марихуана - Sputnik საქართველო
„ზედოზირებული" ლეგალიზაცია: თბილისში მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა

„რა თქმა უნდა, შფოთვაზე, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, ადეკვატური იყო გუნდის („ქართული ოცნების“) რეაქცია, კანონპროექტი არის შეჩერებული. გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მან ასევე აღიარა, რომ ის მმართველ პარტიაში ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოში სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის კულტივაციის იდეას მხარი დაუჭირა.

ილია მეორე: იმედია მარიხუანას კულტივაციის კანონი მომავალში არ იქნება მიღებული>>>

„რა თქმა უნდა, სამედიცინო და კოსმეტიკური წარმოების კუთხით ამ იდეას მხარს ვუჭერდი მხოლოდ ერთადერთი მიზნით: ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ დამატებით 1 მილიარდი და, შესაძლოა, 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პარლამენტში ადრე ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, კანაფის მოყვანა, გადამუშავება და მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე იქნება დაშვებული.

სულ ათი ლიცენზია იქნება. იგი ხუთი წლის ვადით გაიცემა და მასში მკაფიოდ იქნება გაწერილი წარმოების დასაშვები მოცულობა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მარიხუანის მოყვანის წინააღმდეგია

მაგალითად, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოყვანაზე ლიცენზიის მფლობელს აეკრძალება მისი გადამუშავება და ექსპორტი. თუმცა, დაშვებული იქნება თესლისა და ნერგის იმპორტი. ხოლო კანაფის გადამუშავების ლიცენზიის მფლობელს მისგან პროდუქციის წარმოების უფლება არ ექნება.

რაც შეეხება კანაფის გადაზიდვას, ამით იქნება დაკავებული კომპანია, რომელსაც არ ექნება არც მოყვანის, არც გადამუშავების, არც წარმოების, არც ექსპორტის და არც იმპორტის უფლება.

ამასთან, ქართული კანაფის წარმოების ყველა პროდუქტი იქნება წარმოებული მხოლოდ და მხოლოდ საექსპორტოდ — ვერც ერთი წამალი ან პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქცია შიდა ბაზარზე ვერ მოხვდება, ნათქვამია კანონპროექტში.

ქართული კანაფის წარმოებას კიდევ ერთი თვისება ექნება — წარმოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებული შეზღუდვა. ამ ტერიტორიებს შიდა კვოტების საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოყოფს. ამასთან საწარმოების ტერიტორია 500 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული სკოლებს, უნივერსიტეტებს, საბავშვო ბაღებს, ბანაკებს და ა.შ.

შეზღუდვები შეეხება კანაფის მოყვანასაც. მოყვანისთვის დასაშვებ ჯიშებს და პროდუქციის რაოდენობაზე კვოტებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, ნათქვამია კანონპროექტში.

 

ყველა ახალი ამბავი
0