კანაფი საქართველოში - მოყვანა, გადამუშავება და იმპორტი რეალობა ხდება

© Pixabay / Pixabayმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ კანაფის კულტივირების და მისგან კოსმეტიკის და წამლების წარმოების ლეგალიზება გადაწყვიტა, მაგრამ ამ ყველაფერზე მკაცრი კონტროლი დაწესდება

საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა კანონპროექტი „მცენარე კანაფის შესახებ“, რომელიც კანაფის მოყვანის, მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე მისი გატანის წესებს დაარეგულირებს. კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ეკლესია საქართველოში კანაფის კულტივირების და ექსპორტის წინააღმდეგია >>

კანონპროექტის განხილვა ხმაურიანი იქნება, მით უმეტეს რომ კანაფის მოყვანის იდეა, თუნდაც საექსპორტოდ, მიუღებელია როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ისე ქვეყნის მუსლიმი თემისთვის. ამან მმართველი პარტიის ზოგიერთი დეპუტატის პოზიციაზე იმოქმედა.

აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
ზოიძე: კანაფის ექსპორტით ლარი უნდა გამყარდეს

კანაფის მოყვანა, გადამუშავება და მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე იქნება დაშვებული.

სულ ათი ლიცენზია იქნება. მაგალითად, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოყვანაზე ლიცენზიის მფლობელს აეკრძალება მისი გადამუშავება და ექსპორტი. თუმცა დაშვებული იქნება თესლისა და ნერგის იმპორტი. ხოლო კანაფის გადამუშავების ლიცენზიის მფლობელს მისგან პროდუქციის წარმოების უფლება არ ექნება.

რაც შეეხება კანაფის გადაზიდვას, ამით იქნება დაკავებული კომპანია, რომელსაც არ ექნება არც მოყვანის, არც გადამუშავების, არც წარმოების, არც ექსპორტის და არც იმპორტის უფლება.

ლიცენზიის პირობების დარღვევა 50 000-დან 100 000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს.

ამასთან ქართული კანაფის წარმოების ყველა პროდუქტი იქნება წარმოებული მხოლოდ და მხოლოდ საექსპორტოდ — ვერცერთი წამალი ან პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქცია შიდა ბაზარზე ვერ მოხვდება.

ქართული კანაფის წარმოებას კიდევ ერთი თვისება ექნება — წარმოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებული შეზღუდვა. ამ ტერიტორიებს შიდა კვოტების საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოყოფს. ამასთან საწარმოების ტერიტორია 500 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული სკოლებს, უნივერსიტეტებს, საბავშვო ბაღებს, ბანაკებს და ა.შ.

შეზღუდვები შეეხება კანაფის მოყვანასაც. მოყვანისთვის დასაშვებ ჯიშებს და პროდუქციის რაოდენობაზე კვოტებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. 

თავად ლიცენზია ძალიან მკაცრ წესებს გულისხმობს. ის 5-წლიანი იქნება და მასში მკაფიოდ იქნება გაწერილი წარმოების დასაშვები მოცულობა.

ლიცენზიის ღირებულება აუქციონის საფუძველზე განისაზღვრება. სასტარტო ფასს სახელმწიფო დაადგენს.

წესები ბიზნესმენებისთვის

ლიცენზიის მიღებას მხოლოდ შპს-ს ან სს-ს სტატუსის მქონე იურიდიული პირი შეძლებს. ლიცენზიის მიღებას უამრავი საბუთი დასჭირდება.

ევროკავშირის ქვეყნები, სადაც მარიხუანა დეკრიმინალიზებულია >>

მათ შორის იქნება მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერი, ყველა დამფუძნებლის პირადი მონაცემები და კომპანიის ყველა თანამშრომლის სრული სია შემდეგი მონაცემებით: პროფესია, თანამდებობა, სამუშაო ადგილი, ნასამართლეობის ცნობა, ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის არარსებობის შესახებ.

აგრეთვე საჭიროა დოკუმენტების წარდგენა სათანადო მოთხოვნების შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ, ნახაზით და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციით, გამოყენებული თესლების რაოდენობით, მოსავლის სავარაუდო მოცულობით, მოყვანის ვადების დასაბუთებით, მოსაყვანი კანაფის ჯიშში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობაზე ლაბორატორიული დასკვნით და ტექნიკურ საშუალებათა აღწერით, ასევე გამოყენებული მეთოდები დასაბუთებით.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი - Sputnik საქართველო
თუ საჭესთან ძილი მოგერიათ...

კანაფის მომავალმა მწარმოებლებმა უნდა წარადგინონ მონაცემები შენობის შესახებ, ნახაზი, ტექნიკური საშუალებებისა და მეთოდების აღწერით თავისი დასაბუთებით, გარდა ამისა, მათ უნდა მიუთითონ წარმოებული პროდუქციის სავარაუდო მოცულობა.

პირებმა, რომლებსაც თესლების ან ნერგების იმპორტის ლიცენზიის ან ქართული კანაფისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზიის მიღება სურთ, უნდა წარადგინონ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტული ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან იმპორტ/ექსპორტის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ადასტურებს. იქ უნდა იყოს მითითებული ორგანიზაციის დასახელება იურიდიული და ფიზიკური მისამართით, პროდუქციის რაოდენობა, ტრანსპორტირების სახე, დოკუმენტის გაცემის მიზანი, თარიღი და მოქმედების ვადა.

პლანტაციები არ იქნება

კანაფის მოყვანა, გადამუშავება და პროდუქციის წარმოება მხოლოდ დახურულ შენობებში იქნება დაშვებული.

ეს შენობები აღიჭურვება სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეოდაკვირვების სისტემით. ვიდეოდაკვირვების სისტემის მონტაჟს მთლიანად შსს გააკონტროლებს.

საწარმოს ტერიტორიაზე შესასვლელი დაემსგავსება საიდუმლო ლაბორატორიის ან დახურული საწარმოს შესასვლელს — დაიშვებიან მხოლოდ განსაზღვრული პირები, საშვებით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით. შესვლა-გამოსვლა ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირდება. 

ბახტაძე: მარიხუანის კულტივაცია მკაცრად იქნება რეგლამენტირებული >>

მკაცრი წესები იმოქმედებს კანაფის გადაზიდვის კუთხითაც. ის განხორციელდება მხოლოდ დაცვის თანხლებით, სპეციალური ტრანსპორტით და სხვა ტვირთებისგან განცალკევებით.

ვინ გააკონტროლებს?

მარიხუანა - Sputnik საქართველო
თბილისი ამსტერდამი არ გახდება: მარიხუანას ყველა და ყველგან ვერ მოწევს

კანონპროექტის თანახმად, კანაფის წარმოებაზე კონტროლს განახორციელებს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შექმნილი კანაფის კონტროლის სააგენტო.

მის ამოცანებში შევა ლიცენზიების გაცემა, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, დარღვევების აღმოფხვრა და მათზე რეაგირება, ნარკომანიის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიების ჩატარება.

სააგენტო შეისწავლის კანაფის წარმოების მსოფლიო ბაზარს და საქართველოში ნარკომანიის გავრცელებაზე კანაფის ზეგავლენას.

ხელმძღვანელს დანიშნავს სოფლის მეურნეობის მინისტრი, მაგრამ სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება მთავრობისა და პარლამენტის წინაშე.


ყველა ახალი ამბავი
0