ევროკავშირის ქვეყნები, სადაც მარიხუანა დეკრიმინალიზებულია

© photo : JUSTIN SULLIVAN/GETTY IMAGESსამედიცინო მიზნებით გამოსაყენებელი მარიხუანას პაკეტი
სამედიცინო მიზნებით გამოსაყენებელი მარიხუანას პაკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიხუანა ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ყველაზე ხშირად მოხმარებული მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერებაა. 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3-5%-ს ის ერთხელ მაინც აქვს გასინჯული.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) უკანასკნელი ანგარიშის თანახმად კი, 2014 წლისთვის მსოფლიოში 182,5 მილიონი ადამიანი მოიხმარდა მარიხუანას. მათივე მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოში 7000 ტონამდე მარიხუანის კონფისკაცია მოხდა. 

© photo: Sputnik / Ilya Khludenyovმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
მარიხუანა

მარიხუანა მიიღება ბალახეული მცენარისგან, რომელიც კანაფის (Cannibas Sativa) სახელითაა ცნობილი. კანაფი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის პოპულარული საშუალება. მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკაში კანაფის მოწევა ძირითადად გავრცელებული იყო დაქირავებულ მექსიკელ მუშებს შორის. სწორედ მათგან იღებს სათავეს შემდგომში გავრცელებული სახელი მარიხუანა.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სხვადასხვა სახის მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები მთელ მსოფლიოში იმდენად გავრცელდა, რომ 1925 წელს ჟენევაში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით მარიხუანა ნარკოტიკულ ნივთიერებად შეირაცხა და აიკრძალა. ამ შეთანხმებას მხოლოდ ინდოეთმა და აზიის რამდენიმე ქვეყანამ არ მოაწერა ხელი.

მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე საუბრისას ხშირად იკვეთება მრავალი, ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი. მისი მომხრეების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ საგრძნობლად შემცირდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც იყენებენ „მძიმე ნარკოტიკებს’’. აგრეთვე ისინი ხაზს უსვამენ მარიხუანის დადებით თვისებებს სამედიცინო თვალსაზრისით. თუმცა, ამ კანონის მოწინააღმდეგეები ასევე მყარად არიან დარწმუნებული იმაში, რომ ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება ნარკომანიის ზრდას შეუწყობს ხელს და სამედიცინო გამოყენების თვალსაზრისითაც მას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია.

1976 წელს პირველი ქვეყანა, რომელმაც გაბედა, გადაწყვიტა და მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, იყო ჰოლანდია. თანაც, იქ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არა მარტო სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ როგორც მსუბუქი ნარკოტიკის გამოყენების კუთხითაც მოხდა. ხოლო 2013 წელს ურუგვაი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მარიხუანის წარმოება, რეალიზაცია, ტრანსპორტირება და მოხმარება ოფიციალურად დაუშვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს მის ლეგალიზაციას. დეკრიმინალიზაცია გულისხმობს ნარკოტიკული ნივთიერებების არასამედიცინო მოხმარების გამო ფიზიკური პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ანუ, ადამიანებს უფლება აქვთ მისი პირადი მოხმარების, ფლობისა და შენახვის, მისი მოხმარების გამო არ ხდებიან სისხლის სამართლის დამნაშავეები და არ ხვდებიან ციხეში. ამასთანავე დეკრიმინალიზაცია არ აძლევს მათ მარიხუანის გაყიდვისა და კულტივირების უფლებას.

ველური მაიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია

მარიხუანის შენახვა-მოხმარება მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში არალეგალურ საქმიანობად ითვლება, თუმცა ბევრ ქვეყანაში, დაწესებული რაოდენობის ფარგლებში, მისი შენახვა, მოხმარება და მოყვანა დეკრიმინალიზებულია.

ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანაში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია. ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება ევროპაში სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირობებით მოხდა.

ჰოლანდია - როგორც აღვნიშნეთ, ჰოლანდიაში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია 1976 წლიდან. 5 გრამამდე მარიხუანის შენახვა-მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ე.წ. coffee shop-ებში დეკრიმინალიზებულია. გაყიდვა-ტრანსპორტირება დეკრიმინალიზებულია მხოლოდ coffee shop-ებში. აგრეთვე დეკრიმინალიზებულია 5 ძირი კანაფის მცენარის მოყვანა.

მარიხუანის პლანტაცია ლოს-სუენოში - Sputnik საქართველო
მარიხუანა - გზა ნარკომანობისკენ საქართველოში

პორტუგალია — 2001 წელს პორტუგალია მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დეკრიმინალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას შეეხო. პორტუგალიაში მხოლოდ მარიხუანის გაყიდვა ითვლება კრიმინალურ დანაშაულად.

ლუქსემბურგი - მარიხუანის შენახვა-მოხმარება 2001 წლიდან დეკრიმინალიზებულია და მხოლოდ 250-2500 ევრომდე ჯარიმით ისჯება.

ბელგია — 2003 წლიდან სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის 3 გრამამდე მარიხუანის შენახვა და ერთი ძირის მოყვანა დეკრიმინალიზებულია.

გერმანია — გერმანიაში მარიხუანა ლეგალურია სამედიცინო მიზნით, აგრეთვე პირადი მოხმარების მიზნით, ვინაიდან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებად მიიჩნევა და კრიმინალურ დანაშაულს არ წარმოადგენს. მარიხუანის გაყიდვა, ტრანსპორტირება და კულტივირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ლეგალური, თუ Federal Institute of Drugs and Medical Devices მიერაა ნებართვა გაცემული.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოში 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შენახვა დასჯადი აღარ იქნება

ესპანეთი — ესპანეთში მარიხუანის შენახვა-მოხმარება ლეგალურია მხოლოდ პირად სივრცეში გამოყენების შემთხვევაში და არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აგრეთვე ლეგალურია მცენარის მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით მოყვანა. კანაფი არ უნდა იყოს დათესილი ღია სივრცეში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. რაც შეეხება კანაფის გაყიდვას — დაპატიმრებით ისჯება, ხოლო ტრანსპორტირება დეკრიმინალიზებულია.

ავსტრია — ავსტრიაში 2016 წლის იანვრიდან 5 გრამამდე რაოდენობის მარიხუანის შენახვა დეკრიმინალიზებულია.

იტალია — მარიხუანის შენახვა-მოხმარება დეკრიმინალიზებულია მხოლოდ სამედიცინო ან რელიგიური მოხმარების მიზნით.

საბერძნეთი — საბერძნეთში მარიხუანის შენახვა დეკრიმინალიზებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობა არ აღემატება 0,5 გრამს და ის მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.

გელა ლეჟავა - Sputnik საქართველო
ნარკოლოგებისთვის მარიხუანით მკურნალობის ეფექტურობა საეჭვოა

მალტა — დეკრიმინალიზებულია 3,5 გრამამდე მარიხუანის შენახვა-მოხმარება.

პოლონეთი — პოლონეთში მარიხუანის შენახვა, მოხმარება და გაყიდვა ლეგალურია მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების მიზნით.

სლოვენია — დეკრიმინალიზებულია მოხმარება-შენახვა.

კანაფი - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებს შორის მარიხუანის მომხმარებელთა რიცხვით გურია ლიდერობს

ჩეხეთი — 2013 წლიდან ჩეხეთში 15 გრამამდე მარიხუანის შენახვა დეკრიმინალიზებულია. აგრეთვე ლეგალურია მისი გაყიდვა მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის.

ესტონეთი — ესტონეთში 7,5 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვა დეკრიმინალიზებულია და ჯარიმით ისჯება, ხოლო გადაჭარბების შემთხვევაში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ხორვატია — ხორვატიაში მარიხუანის შენახვა და გაყიდვა დეკრიმინალიზებულია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის.

 

მასალა მომზადებულია ხატია გიგოლაშვილის მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0