საქართველოს რეგიონებს შორის მარიხუანის მომხმარებელთა რიცხვით გურია ლიდერობს

გამოწერა
ქალებს შორის მარიხუანა ყველაზე პოპულარული საქართველოს მთიან რეგიონებშია.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯია“, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩაატარა კვლევა ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების შესახებ, — იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“. 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15,9 %-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს მარიხუანა. საქართველოში მარიხუანის მომხმარებელთა შორის გურიის რეგიონი ლიდერობს, რომლის შემდეგაც მცხეთა-მთიანეთი მოდის. 

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ქალებს შორის მარიხუანა პოპულარულია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში მისი მომხმარებლები მხოლოდ ქალები არიან.

მარიხუანას მომხმარებელთა საშუალო ასაკი მამაკაცებს შორის 19-22 წელია, ხოლო ქალეს შორის —20-22. მინიმალური ასაკი მამაკაცებს შორის 12 წელი, ხოლო ქალებს შორის — 17. 

მთავრობის კანცელარიასთან მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხონით როკ-აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
მთავრობის კანცელარიასთან მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხონით როკ-აქცია გაიმართა

კითხვაზე — რამდენად რთულია 24 საათში სურვილის შემთხვევაში მარიხუანას შოვნა, რესპოდენტთა უმრავლესობამ უპასუხა რომ „შეუძლებელია“ ან „საკმაოდ რთულია“. გმონკლისი შიდა ქართლი გახდა, სადაც გმოკითხულთა უმეტესობამ განაცხადა, რომ „საკმაოდ მარტივია“. 

კვლევა 2015 წლის დეკემბერში ჩატარდა. გამოიკითხა 4ათას 805 ადამიანი —18-65 წლის ასაკის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 69,4% მხარს უჭერს მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. 

 

ყველა ახალი ამბავი
0