ნარკოლოგებისთვის მარიხუანით მკურნალობის ეფექტურობა საეჭვოა

© FB / Mediamall.geგელა ლეჟავა
გელა ლეჟავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამკურნალო მიზნით მარიხუანას გამოყენების დაშვებამ მის გავრცელებას შეუწყო ხელი, - განუცხადა SPUTNIK-ს ნარკოლოგმა გელა ლეჟავამ.
ნარკოლოგებისთვის მარიხუანით მკურნალობის ეფექტურობა საეჭვოა


„მარიხუანას არა აქვს არც ერთი ისეთი თვისება, რომლის ჩანაცვლებაც სხვა წამლით არ შეიძლება. ამიტომ  მე არ ვიცი,  რა სარგებლობა მოიტანა მან იმ ქვეყნებში, სადაც ის სამკურნალო მიზნებით გამოიყენება, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან შეუწყო ხელი ამ ნარკოტიკის გავრცელებას საზოგადოებაში“, — აღნიშნა  გელა ლეჟავამ.

საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, მარიხუანა საქართველოში ექიმის რეცეპტით აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს.

ნარკოლოგის აზრით, კი მარიხუანას მოხმარება მართალია,  საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსით  არ უნდა ისჯებოდეს, მაგრამ  არც მისი ლეგალიზაცია იქნება  საქართველოს მოსახლეობისთვის სარგებლის მომტანი.

ყველა ახალი ამბავი
0