საქართველოში გვარის შეცვლა კანონით მკაცრდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გვარის შეცვლას დაჩქარებულ რეჟიმში ვერ შეძლებენ

თბილისი, 19 აპრილი- Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად  გვარის შეცვლის შესაძლებლობები იზღუდება და პროცედურები მკაცრდება, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე.

საქართველოს პარლამენტში  კანონპროექტს მხარი 150 დეპუტატიდან  79–მა დაუჭირა მხარი. 

საზღვარგარეთული პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში გვარის შეცვლას მხოლოდ ერთხელ მოახერხებთ

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გაააქტიურა და კანონმდებლობის გამკაცრება დაიწყო.  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანიც სწორედ  საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისთვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნაა. 

„არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ერთი გვარით სჩადიან დანაშაულს  ევროკავშირის ტერიტორიაზე, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, იცვლიან გვარს მარტივად და მოკლე ვადაში  ახალი ვინაობით მიემგზავრებიან კვლავ შენგენის ზონაში”, – აღნიშნულია  იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე გვარის შეცვლას სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოახერხებს. მას შეუძლია მიიღოს:  მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი. 

ევროკავშირის და საქართველოს დროშები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
ერთი წელი ვიზების გარეშე - ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაფასეს

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით,  ამ რეგულაციების ცხოვრებაში გატარებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომლებსაც 2017 წლის 28 მარტამდე ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც 2017 წლის 28 მარტის შემდეგ შეიცვალეს გვარი, მათზე ზემოაღნიშნული შეზღუდვები ზოგადი წესის შესაბამისად გავრცელდება.

შეზღუდვა არ გავრცელდება არც იმ შემთხვევებზე, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება ქორწინების მომენტში უნდა მიიღონ. ამასთან, პირს ყოველთვის შეეძლება დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი.

ასევე, საქართველოში დეპორტირებულ ან რეადმისიით დაბრუნებულ მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში ეკრძალებათ გვარის შეცვლა. გვარის შეცვლა არ შეეძლება იმ პირს, ვის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, მოცემულ გარემოებათა აღმოფხვრამდე. 

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: საქართველო ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად

ამასთან, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სახელისა და გვარის შეცვლის მსურველი 16 წელს მიღწეული პირი ვალდებული იქნება პირადად მიმართოს შესაბამის უწყებებს.  ცვლილების თანახმად, იკრძალება სახელისა და გვარის შეცვლის მოთხოვნით სააგენტოსათვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის ან საკონსულო დაწესებულებისათვის წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვა. 

ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს პირდაპირი ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა. მეუღლის გვარზე გადავიდა 418 მამაკაცი და 477 ქალი.

წელიწადში ორჯერ შეიცვალა სახელი ან გვარი საქართველოს 59-მა მოქალაქემ, ერთმა მოქალაქემ ეს პროცედურა ოთხჯერ გაიმეორა.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაში საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ–გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ შევა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0