ჯანელიძე: საქართველო ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის მარტიდან ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მომავალში არაფერი ემუქრება.

ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზები 2017 წლის მარტში გააუქმა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უვიზო რეჟიმით 250 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში).

„ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მიენიჭათ, დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს, რაც გამოხატულია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინსვლაში, ასევე იმაში, რომ ჩვენ მოქალაქეებს აქვთ სრული აღქმა იმისა, რომ ჩვენ ამ უზარმაზარი თავისუფლების ნაწილს წარმოვადგენთ. ვიზალიბერალიზაცია არის არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანი, არამედ რეალური პრაქტიკული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოსადმი ევროკავშირის მიერ ასევე ნდობის გამოხატულებაა“, — განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს საერთაშორისო პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში გვარის შეცვლა რთულდება

საქართველომ ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმი ძალიან რთულ დროს მიიღო, მაშინ როდესაც ევროკავშირს ჰქონდა მიგრაციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, აღნიშნა საგრეო საქმეთა მინისტრმა.

„პოლიტიკურად ძალიან რთული იყო მათთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ჩვენმა რეფორმებმა და მიზანზე ორიენტირებულმა მოლაპარაკებებმა ევროკავშირთან შესაძლებელი გახადა ეს შედეგი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დღეს, რათა ეს შედეგი შენარჩუნდეს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ უფრო გააძლიერა თანამშრომლობა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და შეცვალა რეგულაციები, რათა დაიხუროს ყველა შესაძლო ხვრელი, რომელიც თავშესაფრის არასწორად თხოვნის შესაძლებლობას აჩენს.

„ჩვენმა მყისიერმა რეაგირებამ შედეგები გამოიღო. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ძალიან მალე კითხვები მოიხსნება და ვიზალიბერალიზაციას მომავალში არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, — განაცხადა ჯანელიძემ.

ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
„თქვენ არ ხართ იძულებული გაიქცეთ" – ევროპარლამენტარი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ეს განცხადება მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნთან შეხვედრის შემდეგ, რომელის საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ჩამოვიდა.

„ბევრი ადამიანი მოდის ევროპის კავშირში ვიზის გარეშე. ლუქსემბურგში ადამიანების დიდი რაოდენობა ჩამოვიდა ვიზის გარეშე და შემდეგ მოითხოვა თავშესაფარი. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული, თქვენმა მთავრობამ მოქალაქეებს უნდა აუხსნას ევროპაში მოგზაურობის წესები და თავშესაფრის მინიჭების პროცედურა როგორია ისეთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა არ ხდება“, — განაცხადა ალესბორნმა.

ლუქსემბურგი — მეშვიდე სახელმწიფოა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
თავშესაფარის მაძიებლები ევროკავშირში – საქართველო „საპატიო" ექვსეულშია

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთათვის 2018 წლის 29 იანვრიდან ამოქმედდა პროცედურა, რომლის თანახმად თავშესაფრის მაძიებელს ინტერვიუზე თავშესაფრის მინიჭების განაცხადის შეტანიდან ოთხ დღეში იბარებენ. ინტერვიუს შემდეგ ექვს დღეში მაძიებელს განაცხადზე პასუხი ეცნობება.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს ლუქსემბურგმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭების თაობაზე არცერთი განაცხადი არ დააკმაყოფილა.

ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის მარტში აამოქმედა. იმ დროიდან ამ რეჟიმით 220 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა, რაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთების მიზეზი გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0