საქართველოში გვარის შეცვლას მხოლოდ ერთხელ მოახერხებთ

© photo: Sputnik / Stringerსაზღვარგარეთული პასპორტი
საზღვარგარეთული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპაში არალეგალების რაოდენობის შემცირების მიზნით საქართველოში გვარის შეცვლა რთულდება.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს გვარის შეცვლის უფლება მხოლოდ ერთხელ ექნება, გამონაკლისია მეუღლის გვარზე გადასვლა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ხელისუფლებამ გვარის შეცვლასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოდან თავშესაფართა მაძიებლების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომელსაც უარს ეუბნებიან ევროპაში თავშესაფრის მიღებაზე, სამშობლოში ბრუნდება, ნათესავების გვარზე გადადის, შემდეგ კი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.

„საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე გვარის შეცვლას მხოლოდ ერთხელ შეძლებს, თუ საუბარი მიდის ნათესავების, სხვა მშობლის ან ისტორიული გვარის აღდგენაზე. გამონაკლისი მხოლოდ შეუღლების შემთხვევაში მეუღლის გვარზე გადასვლა ან განქორწინების შემთხვევაში საკუთარ გვარზე დაბრუნებაა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანს იმდენჯერ დაქორწინდეს, რამდენჯერაც სურვილი ექნება", — განაცხადა ბარამიძემ.

ბერლინი - Sputnik საქართველო
არალეგალებისგან შეწუხებული გერმანია: სამი ათასი ევრო მათ, ვინც საქართველოში დაბრუნდება

ინიციატივის თანახმად, საქართველოში დეპორტირებულ ან რეადმისიით დაბრუნებულ მოქალაქეებს ხუთი წლის განმავლობაში ეკრძალებათ გვარის შეცვლა.

ასევე იგეგმება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრება. საზღვარგარეთ მყოფ პირს კვლავაც ექნება უფლება საკონსულოში შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გამოცხადდეს და ახსნას, თუ რატომ გადაწყვიტა გვარის შეცვლა.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს გვარი შეიცვალოს და მეუღლის ან ნათესავის გვარზე გადავიდეს. იმისთვის, რომ ნათესავის გვარი მიიღოს, აუცილებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგინოს პირადობისა და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები.

პროცედურა ფასიანია და 45 დღეს საჭიროებს. თუ საუბარია მეუღლის გვარზე გადასვლაზე, მომსახურება უფასოა.

თუ საქართველოს მოქალაქე უცხოეთში იმყოფება, მას შეუძლიათ ნოტარიულად გააფორმოს მინდობილობა ადამიანზე, რომელიც მედიატორი იქნება საქართველოში დოკუმენტების გაფორმებაში. ასევე შეიძლება უცხოეთში არსებული საქართველოს საკონსულოებისთვის მიმართვა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მომსახურების ფასი და ვადა სხვადასხვა იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0