02:39 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
Imedi - იმედი Live Televizia online (6)
12301

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა საქმის ზოგიერთი დეტალი გაახმოვანა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანიის Imedi ეთერით.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე გადიოდა. დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს.

თავდაპირველად საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ საუბარია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაზე. მოგვიანებით პროკურატურაში საქართველოს პატრიარქზე თავდასხმის ვერსია გამორიცხეს და განაცხადეს, რომ სამიზნეში ამოღებული იყო საპატრიარქოსთან მიახლოებული პირი.

„საბრალდებო დასკვნაში, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტია მითითებული (შორენა თეთრუაშვილი — რედ. შენიშვნა)“, — განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი ასევე მამალაძის დაკავების დეტალებზე საუბრობს.

„როდესაც განხორციელდა მამა გიორგის დაკავება, ის ბარგი, რომელშიც ამბობენ, რომ აღმოჩენილია (ციანიდი), 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც მამა გიორგი იყო”, —განაცხადა რამიშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრას“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღმოჩენილი ნატრიუმის ციანიდის მცირე რაოდენობის მიუხედავად, ის საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად.

ამის პასუხად მამალაძის სხვა ადვოკატმა ნია ზოიძემ განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში არ წერია, რომ ამ რაოდენობის ციანიდი რამდენიმე ადამიანის მოსაკლავადაა საკმარისი.

ადვოკატები საქართველოს პროკურატურისგან საქმის დეტალების გახმაურების ნებართვას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მთავარ პროკურატურაში უკვე მეორე განცხადება შეიტანეს.

რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, მასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში ცალსახა აზრი არ არსებობს. ზოგი აცხადებს, რომ საპატრიარქოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში სწორედ ის მონაწილეობს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მამალაძის დაპატიმრება თეთრუაშვილს აწყობდა და მას „რუხი კარდინალი“ უწოდა. მან თეთრუაშვილის ინტერესები იმ ფაქტს დაუკავშირა, რომ, როდესაც მამალაძემ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თეთრუაშვილი შეცვალა, ამ სტრუქტურაში არსებული კორუფციული სქემები გამოავლინა.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ გასულ კვირას ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია წარმატებით გადაიტანა და ორშაბათს სამშობლოში დაბრუნდა.


თემები:
Imedi - იმედი Live Televizia online (6)

მთავარი თემები