ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლს მიესალმა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა. გერმანიაში მას ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს ასობით მორწმუნე დახვდა. თბილისის მერიამ ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე მისასვლელად უფასო ტრანსპორტი გამოყო, რათა ქვეყნის სულიერი მამის დახვედრის საშუალება ყველა მსურველს ჰქონოდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კათოლიკოს–პატრიარქის დაცვის უფროსმა ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ილია მეორე მანქანიდან სპეციალურად გადმოვიდა, მიესალმა და დალოცა მრევლი.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი გერმანიაში თებერვლის დასაწყისიდან იმყოფებოდა, სადაც მას ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპია გაუკეთდა. ოპერაცია ვირუსით გამოწვეული გართულებების გამო გახდა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0