00:36 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
29 0 0

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის მუხლები აღიარა არაკონსტიტუციურად, რომლებიც უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ხელმძღვანელობის შეცვლის საშუალებას იძლევა. ეს მოხდა პაპუაშვილისა და სამი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე და საპარლამენტო არჩევნებამდე 8 დღით ადრე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილის გუნდის უკანასკნელმა წევრმა, და სასამართლოს პირველი კოლეგიის პლენუმმა, ერთერთ ყველაზე ხმაურიან, "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

ტელეკომპანიის მფლობელობის შესახებ სასამართლო განხილვები ერთ წელზე მეტია გრძელდება."რუსთავი2"-ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში, ტელეკომპანიის დაბრუნებას ცდილობს. ორ ინსტანციაში მან მოიგო საქმე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან ტელეკომპანიის დროებითი მმართველებიც კი დანიშნა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს გადაწყვეტილება ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი გაუქმდა.

 

პაპუაშვილი და "რუსთავი2" რამდენიმე წლის განმავლობაში ხელისუფლების კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდნენ. უფრო მეტიც, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ისინი სააკაშვილის დავალებების შესრულებაში დაადანაშაულეს.

პოლიტიკა და სასამართლო

"რუსთავი2"-ის საქმე განსაკუთრებულია. დაარსების დღიდან ტელეკომპანია ხელიდან ხელში გადადიოდა, თუმცა მის მფლობელობაზე პრეტენზია სწორედ ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა, რომელიც ხელისუფლების მიერ აღიარებულია სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ დევნილად და ტელეარხის პოლიტიკით ძალიან უკმაყოფილოა.

არჩევნების წინ ამ საქმემ ახალი ელფერი მიიღო. ტელეკომპანია მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების შეკვეთაში ადანაშაულებდა. ივანიშვილმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალვაშს სთხოვდა არ შეეხოს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას არჩევნებამდე.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მმართველმა პარტიამ "რუსთავი 2"-ს ეგზიტპოლების გაყალბებაში დასდო ბრალი, რაც საპროტესტო აქციებს გამოიწვევს. პროვოკაციების მომზადება ნაციონალურ მოძრაობასაც დააბრალეს.

ცეცხლზე ნავთი დაასხა "თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრნა ბესო კალაძემ. მან თქვა, რომ "თავისუფალმა ზონამ" მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო არჩევნების დღეს საპროტესტო აქციების მოწყობისა და ხალხის ქუჩაში გამოყვანის დავალება.

კალაძის განცხადების მეორე დღეს ინტერნეტში სკანდალური აუდიოჩანაწერი განდა. იქ პიროვნება საკაშვილის ხმით ენმ-ის ლიდერებთან ერთად მომავლის გეგმებს განიხილავს, კერძოდ, ქვეყანაში მოვლენების განვითარების რევოლუციურ სცენარს. ორივე შემთხვევაში სუს-მა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა-ხელისუფლების დამხობისა ან ხელში ჩაგდების მიზნით საბოტაჟისა და შეთქმულების მომზადების თაობაზე.

მცირე ისტორია

2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა და მოულოდნელად გადაწყვიტა  "რუსთავი2"-ის ხელმძღვანელობა დროებითი გუნდით შეიცვალოს.

სასამართლოს ვერდიქტი მკაცრი იყო: გაიყინოს ტელეკომპანიის აქტივები, აიკრძალოს კომპანიის აქციების გაყიდვა, აიკრძალოს აღჭურვილობისა და "რუსთავი2"-ის სხვა ნებისმიერო ქონების გაყიდვა ან იჯარით გაცემა, ტელეკომპანია შეიზღუდა კრედიტების აღების კუთხით. 

თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლემ გააუქმა.

2005 წელს ხალვაში "რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო, 2006 წელი კი გაყიდა ტელეკომპანია, როგორც ის ამტკიცებს, ზეწოლის შედეგად, და დატოვა ქვეყანა.

ამჟამინდელმა მფლობელებმა-ძმებმა ყარამანიშვილებმა ტელეკომპანია მესამე ხელიდან შეიძინეს და თავის თავს კეთილსინდისიერ მყიდველებად თვლიან. ისინი ამტკიცებენ, რომ წინა ხელისუფლებას ყოფილი მფლობელების მიმართ მუქარა და ზეწოლა რომც განეხორციელებინა, მათ ამასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ძმები ყარამანიშვილების თქმით, მათ კანონიერად აქვთ შეძენილი "რუსთავი2", მათ მნიშვნელოვანი თანხა გადაიხადეს და კომპანიაში ათობით მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელეს.


თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)

მთავარი თემები