ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას ილია მართალი უწოდა. 1857 წელს გაემგზავრა რუსეთში სასწავლებლად. ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე. ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - თერგდალეულთა ტრადიციები. სამშობლოში ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა. მალევე ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოღვაწეობდა სხვადასხვა ასპარეზზე, მაგალითად, იყო სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკის თავმჯდომარე, რომელიც, ილიას მოღვაწეობის შედეგად, ფაქტობრივად, ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა. იყო ასევე თავისი ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კიუთხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე და შემდეგ თავმჯდომარე. 1877 წელს დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა ივერია. ილია ჭავჭავაძე 1907 წელს მოკლეს. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებია: პოემები - აჩრდილი, რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ, მეფე დიმიტრი თავდადებული; მოთხრობები - გლახის ნაამბობი, კაცია-ადამიანი?! მგზავრის წერილები, ოთარაანთ ქვრივი და სხვა.

გაიგეთ მეტი ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

 

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0