https://sputnik-georgia.com/20230802/ilia-martlis-xsenebis-dre-280691499.html
მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს
Sputnik საქართველო
ყოველი წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის" დღესასწაული აღინიშნება. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T09:46+0400
2023-08-02T09:46+0400
2023-08-02T15:14+0400
საქართველოს სიამაყე
ილია ჭავჭავაძე
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23374/96/233749682_0:161:1601:1061_1920x0_80_0_0_0be20f0c3ddf18a635e97b9397489704.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს „ილიაობას“ – წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის ხსენების და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) დღეს აღნიშნავს. ილია ჭავჭავაძე (1837–1907 წწ ) ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო. ილია ჭავჭავაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს ერისა და ეკლესიის წინაშე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა. „ილიაობა" გადმოცემის თანახმად, „ილიაობა" ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა. ამ დღეს დიდი ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა საგურამოს სახლში. საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმარს ეზო ვეღარ იტევდა. რა კაცობა გამოვიჩინეთ?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?>>„ილიაობის" დღესასწაულის ტრადიცია 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა და მას შემდეგ ყოველი წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის" დღესასწაული აღინიშნება. „ილიაობის" მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან – ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23374/96/233749682_0:11:1601:1211_1920x0_80_0_0_a13ab354de70c94832dc3f6cdb4aa029.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სიამაყე, ილია ჭავჭავაძე , საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს სიამაყე, ილია ჭავჭავაძე , საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს
09:46 02.08.2023 (განახლებულია: 15:14 02.08.2023) ყოველი წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის" დღესასწაული აღინიშნება.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს „ილიაობას“ – წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის ხსენების და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) დღეს აღნიშნავს.
ილია ჭავჭავაძე (1837–1907 წწ ) ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო.
ილია ჭავჭავაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს ერისა და ეკლესიის წინაშე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
გადმოცემის თანახმად, „ილიაობა" ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა. ამ დღეს დიდი ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა საგურამოს სახლში. საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმარს ეზო ვეღარ იტევდა.
„ილიაობის" დღესასწაულის ტრადიცია 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა და მას შემდეგ ყოველი წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის" დღესასწაული აღინიშნება.
„ილიაობის" მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან – ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.