https://sputnik-georgia.com/20221208/ilia-wavwavazis-muzeumi-evropis-wlis-muzeumis-nominaciazea-wardgenili-272836285.html
ილია ჭავჭავაძის მუზეუმი „ევროპის წლის მუზეუმის“ ნომინაციაზეა წარდგენილი
ილია ჭავჭავაძის მუზეუმი „ევროპის წლის მუზეუმის“ ნომინაციაზეა წარდგენილი
Sputnik საქართველო
ჭავჭავაძის მუზეუმი 1982 წელს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T18:08+0400
2022-12-08T18:08+0400
2022-12-08T20:34+0400
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ილია ჭავჭავაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/08/272829763_0:134:2560:1574_1920x0_80_0_0_d20cb35b90ee6f8dd13f38cbb0d0b00a.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის (European Museums Forum) კონკურსის „EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი გახდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია ბრიტანელმა დამფუძნებლებმა – კენეტ ჰადსონმა, რიჩარდ ჰოგარტმა და ჯონ ლეტსმა 1977 წელს დააარსეს.კონკურსი ევროპის საბჭოს ეგიდით მიმართულია ევროპის სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებისკენ და ხელს უწყობს სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.ჭავჭავაძის მუზეუმი თბილისის ცენტრში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე 1982 წელს გაიხსნა. შენობა თავის დროზე ილია ჭავჭავაძის დას ელისაბედს ეკუთვნოდა. ელისაბედის მეუღლემ ალექსანდრე საგინაშვილმა შენობა ჯერ კიდევ 1880 წელს ააშენა.ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლთან არის დაკავშირებული ილიას აქტიური საზოგადოებრივი, პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების წლები.ამავე შენობაში ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა.სახლი ცნობილია იმით, რომ აქ მე-19 საუკუნეში ხუთშაბათობით იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება და ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები. ამჟამად მუზეუმის კომპლექსში შედის კოშკი, ღვინის მარანი, ბეღელი, წისქვილი და საცხობი.ილიას ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ინახება ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალა: სამახსოვრო საგნები, პირადი არქივი, მისი ნაწარმოებების გამოცემები, მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/08/272829763_142:0:2418:1707_1920x0_80_0_0_91cfa62a13b3a9a6a5491045aa198d64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ილია ჭავჭავაძე
კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძის მუზეუმი „ევროპის წლის მუზეუმის“ ნომინაციაზეა წარდგენილი
18:08 08.12.2022 (განახლებულია: 20:34 08.12.2022) ჭავჭავაძის მუზეუმი 1982 წელს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე გაიხსნა.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის (European Museums Forum) კონკურსის „EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი გახდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია ბრიტანელმა დამფუძნებლებმა – კენეტ ჰადსონმა, რიჩარდ ჰოგარტმა და ჯონ ლეტსმა 1977 წელს დააარსეს.
კონკურსი ევროპის საბჭოს ეგიდით მიმართულია ევროპის სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებისკენ და ხელს უწყობს სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
„მსურს მადლობა გადავუხადო მუზეუმების გაერთიანების გუნდს და მივულოცო მთელ თბილისს, რომ ოფიციალურად აღიარებული, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი გვაქვს დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ჭავჭავაძის მუზეუმი თბილისის ცენტრში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე 1982 წელს გაიხსნა. შენობა თავის დროზე ილია ჭავჭავაძის დას ელისაბედს ეკუთვნოდა. ელისაბედის მეუღლემ ალექსანდრე საგინაშვილმა შენობა ჯერ კიდევ 1880 წელს ააშენა.
ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლთან არის დაკავშირებული ილიას აქტიური საზოგადოებრივი, პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების წლები.
ამავე შენობაში ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა.
სახლი ცნობილია იმით, რომ აქ მე-19 საუკუნეში ხუთშაბათობით იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება და ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები. ამჟამად მუზეუმის კომპლექსში შედის კოშკი, ღვინის მარანი, ბეღელი, წისქვილი და საცხობი.
ილიას ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ინახება ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალა: სამახსოვრო საგნები, პირადი არქივი, მისი ნაწარმოებების გამოცემები, მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურა.