ნიკო ფიროსმანი – ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი, ნიკალა (1962–1918) ქართველი მხატვარი პრიმიტივისტი. ფიროსმანი ბავშვობიდანვე იჩენდა ინტერესს მხატვრობის მიმართ. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. ცხოვრობდა გაჭირვებაში, შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს და ამით ირჩენდა თავს. ცნობები ფიროსმანის შესახებ უმეტესად მისი გარდაცვალების შემდეგ არის შეკრებილი. მისი, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, ნახატების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მხატვარ კირილ და პოეტ ილია ზდანევიჩებს, მხატვრებს – ლე დანტიუს, დიმიტრი შევარდნაძეს, ლადო გუდიაშვილს, დავით კაკაბაძეს. უფრო მოგვიანებით გიორგი ლეონიძემ მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა ფიროსმანის ბიოგრაფიისა. დღეს ფიროსმანის სახელი მსოფლიოშია ცნობილი. მისი ნახატები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სოფელ მირზაანში ფიროსმანის სახლ–მუზეუმში, მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში.
გაეცანით ინფორმაციებს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.