https://sputnik-georgia.com/20230824/iaponeli-momrerali-tokiko-kato-firosmanis-muzeums-ewvia-281609264.html
ცნობილი იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო მირზაანში ფიროსმანის მუზეუმს ეწვია
ცნობილი იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო მირზაანში ფიროსმანის მუზეუმს ეწვია
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ცნობილი იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის მუზეუმს ეწვია მირზაანში. 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T12:04+0400
2023-08-24T12:04+0400
2023-08-24T16:31+0400
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
ნიკო ფიროსმანი
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281599648_194:207:907:608_1920x0_80_0_0_3d18dfa6b646773a711c71ea327b1fd2.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ცნობილი იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის მუზეუმს ეწვია მირზაანში. ფიროსმანის სახლ-მუზეუმში კატომ მონაწილეობა მიიღო სახლებისა და ეზოების ფასადების მოხატვაში ფიროსმანის შემოქმედების მოტივებზე. პროექტის ინიციატორია მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტი, თვითნასწავლი მხატვარი ბელა ლობჟანიძე მხატვარი ბავშვების ჯგუფთან ერთად. ტოკიკო კატო 79 წლის მომღერალი, კომპოზიტორი, სიმღერების ტექსტის ავტორი და მსახიობია. მისი დებიუტი 1965 წელს შედგა და ამას თავბრუდამხვევი წარმატებები მოჰყვა. 57-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ტოკიკო კატომ გამოუშვა 80-ზე მეტი ალბომი, შექმნა უამრავი ჰიტი, რომლებიც დღემდე პოპულარულია. სწორედ ტოკიკო კატოს შესრულებით მოიპოვა პოპულარობა იაპონიაში ალა პუგაჩოვას სიმღერამ „მილიონი ვარდი". სიმღერის ტექსტს საფუძვლად უდევს ფიროსმანის სიყვარულის ლეგენდა აქტრისა მარგარიტას მიმართ.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281599648_239:192:808:619_1920x0_80_0_0_78bcbb205b54b4557cac22303bdbe10a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, ნიკო ფიროსმანი , იაპონია
კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, ნიკო ფიროსმანი , იაპონია
ცნობილი იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო მირზაანში ფიროსმანის მუზეუმს ეწვია
12:04 24.08.2023 (განახლებულია: 16:31 24.08.2023) თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ცნობილი იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის მუზეუმს ეწვია მირზაანში.
ფიროსმანის სახლ-მუზეუმში კატომ მონაწილეობა მიიღო სახლებისა და ეზოების ფასადების მოხატვაში ფიროსმანის შემოქმედების მოტივებზე. პროექტის ინიციატორია მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტი, თვითნასწავლი მხატვარი ბელა ლობჟანიძე მხატვარი ბავშვების ჯგუფთან ერთად.
ტოკიკო კატო 79 წლის მომღერალი, კომპოზიტორი, სიმღერების ტექსტის ავტორი და მსახიობია. მისი დებიუტი 1965 წელს შედგა და ამას თავბრუდამხვევი წარმატებები მოჰყვა.
57-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ტოკიკო კატომ გამოუშვა 80-ზე მეტი ალბომი, შექმნა უამრავი ჰიტი, რომლებიც დღემდე პოპულარულია.
სწორედ ტოკიკო კატოს შესრულებით მოიპოვა პოპულარობა იაპონიაში ალა პუგაჩოვას სიმღერამ „მილიონი ვარდი". სიმღერის ტექსტს საფუძვლად უდევს ფიროსმანის სიყვარულის ლეგენდა აქტრისა მარგარიტას მიმართ.