ევროპაში ფიროსმანის ნახატების გამოფენები გაიმართება

© photo: Pirosmani Niko Racursნიკო ფიროსმანის ნახატი
ნიკო ფიროსმანის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
ქართველი პრიმიტივისტი გენიოსის დაახლოებით 50 ნამუშევარი სპეციალური პირდაპირი რეისით უკვე გადაიტანეს კოპენჰაგენში.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები დანიისა და შვეიცარიის მუზეუმში გამოიფინება, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ქართველი გენიოსი პრიმიტივისტის ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იქნება დანიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „ლუიზიანა" 4 მაისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო შვეიცარიის ქალაქ რიენის ბეილერის ფონდის მუზეუმში – 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

მსოფლიოში აღიარებული მხატვრის 50-მდე ორიგინალური ნამუშევარი კოპენჰაგენში სპეციალური პირდაპირი რეისით უკვე ჩატანილია.
ჩატანილი ტილოები რესტავრატორებმა გახსნეს და შეამოწმეს – ტრანსპორტირების დროს არცერთი ნამუშევარი არ დაზიანებულა. მთელ კოპენჰაგენში უკვე გამოკრულია ბანერები, რომლებიც მოსახლეობას ფიროსმანის გამოფენის შესახებ აუწყებს.
© photo: Sputnik / Alena Savelievaნიკო ფიროსმანის ტილო
Картина Нико Пиросмани Кутежи - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
ნიკო ფიროსმანის ტილო
ეს ორი ისტორიული გამოფენა ევროპაში ეწყობა ქართული კულტურისა და ფიროსმანის პოპულარიზაციისთვის, რომელიც ოცნებობდა, რომ თავის ხელოვნებაზე ესაუბრა კულტურით დაინტერესებულ სხვა ადამიანებთან. ასე ასრულდება ნიკო ფიროსმანისა და ჩვენი ოცნება, განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბეილერის ფონდის მუზეუმმა მადლობის ნიშნად, რომ ევროპაში ფიროსმანის შემოქმედებას გაეცნობიან, საქართველოში თავისი რესტავრატორები მოავლინა. ფიროსმანის თითოეულ ტილოს თანამედროვე ტექნოლოგიებით დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარდა.
© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშინიკო ფიროსმანი
Известнейший грузинский художник Нико Пиросмани - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
ნიკო ფიროსმანი
გამოფენებზე გაიგზავნა ის ნამუშევრები, რომლებიც ტრანსპორტირებას ექვემდებარება. სხვა ტილოებს რაც შეეხება, მათთან დაკავშირებით ექსპერტებთან ცალკე კონსულტაცია გაიმართა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრომ სპეციალისტებისგან მიიღო მანამდე მათთვის უცნობი ინფორმაცია, თუმცა რა სახის ინფორმაციაა ეს, არ დაუზუსტებია.
გარდა ამისა, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება მრავალენოვანი მულტიმედიური ვებ-გვერდი, რომელიც ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მიეძღვნება.
© FB / GNMuseumნიკო ფიროსმანის ტილო
Картина Свири работы Нико Пиросмани - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
ნიკო ფიროსმანის ტილო
ბეილერის ფონდის მუზეუმში გამოფენის შემდეგ ტილოები საქართველოს დაუბრუნდება.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
ყველა ახალი ამბავი
0