09:49 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
40020

დიქტატურის „მოკეტე" და დემოკრატიის „ილაქლაქე", ანუ ბერნარ ვერბერის ცხოვრების ინსტრუქცია

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ბერნარ ვერბერის მოსაზრებებს.

ბერნარ ვერბერი (Bernard Werber, 1961) თანამედროვე ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსია. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: ტრილოგია „ჭიანჭველები", დილოგია „ტანატონავტები", ტრილოგია „ჩვენ, ღმერთები", ტრილოგია „მესამე კაცობრიობა" და სხვა.

•    ნამდვილი სიყვარული არა სხეულებს, არამედ სულებს შორისაა.
•    იგებს მხოლოდ ის, ვისაც გაგება სურს.
•    წარმატება 2 წლის ასაკში — შარვალში არ ისველებს.
3 წლის — ყველა კბილი პირში.
12 წლის — მეგობრებით გარშემორტყმული.
18 წლის — ავტომობილის მართვა.
20 წლის — კარგი სექსის უნარი.
35 წლის — ბევრი ფულის გამომუშავება.
60 წლის — კარგი სექსის უნარი.
70 წლის — ავტომობილის მართვა.
75 წლის — მეგობრებით გარშემორტყმული.
80 წლის — ყველა კბილი პირში.
85 წლის — შარვალში არ ისველებს.
•    სწორ გზას რომ მიაგნო, ჯერ უნდა დაიკარგო.

•    მარილის გემოს ვერ აუხსნი მას, ვისაც მხოლოდ შაქარი აქვს გასინჯული.

•    ერთმანეთს გადამტერებული თხებისა და ცხვრების შერიგების საუკეთესო საშუალებაა, მგელს დაუძახო.

•    ყველა მამაკაცი, რომელთაც ქალების შესახებ დიდი თეორიები აქვთ, უბრალოდ, ის მამაკაცები არიან, რომლებსაც ქალების ეშინიათ.

•    გიყვარდეს მტერი შენი თუნდაც იმიტომ, რომ მათ ნერვებზე იმოქმედო.

•    თუ გინდა გაიგო, რა ღირს ერთი წელი, ჰკითხე სტუდენტს, რომელმაც ინსტიტუტში ვერ ჩააბარა.
თუ გინდა გაიგო, რა ღირს ერთი თვე, ჰკითხე ქალს, რომელიც ბავშვს ელოდება.
თუ გინდა გაიგო, რა ღირს ერთი კვირა, ჰკითხე ყოველკვირეული გაზეთის რედაქტორს.
თუ გინდა გაიგო, რა ღირს ერთი საათი, ჰკითხე შეყვარებულებს, რომლებიც შეხვედრას ელოდებიან.

თუ გინდა გაიგო, რა ღირს ერთი წუთი, ჰკითხე ადამიანს, რომელსაც მატარებელზე დააგვიანდა.
თუ გინდა გაიგო, რა ღირს ერთი წამი, ჰკითხე ადამიანს, რომელიც ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა.


•    ვეძებთ იქ, სადაც უფრო მოსახერხებელია.

•    ჯოჯოხეთი? სამწუხაროდ, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სამოთხე და… დედამიწა.

•    დიქტატურა — ესაა „მოკეტე". დემოკრატია — „ილაქლაქე".

•    სანამ ბრძენი სიმართლეს ეძებს, სულელს ის უკვე ნაპოვნი აქვს.

•    ადამიანები ცდილობენ თავიანთი ტანჯვის შემსუბუქებას იმის ნაცვლად, რომ ბედნიერება ეძებონ.

•    არსებობს სხვასთან ურთიერთობის სამი შესაძლო ვარიანტი:
შენთან ერთად.
შენ წინააღმდეგ.
უშენოდ.

•    ადამიანები ისმენენ, მაგრამ არ ესმით.

უყურებენ, მაგრამ ვერ ხედავენ.

იციან, მაგრამ ვერ იგებენ.

•    ბოროტი — ეს შეშინებული ადამიანები არიან, რომლებსაც დარტყმისა ეშინიათ.

ვერბერის ცხოვრების ინსტრუქცია:

1. შენ მიიღებ სხეულს. ის შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ერთადერთია, რაც შენს განკარგულებაში იქნება ცხოვრების ბოლომდე.

2. შენ მოგიწევს სწავლა სკოლაში სახელწოდებით "ცხოვრება პლანეტა დედამიწაზე". თითოეული ადამიანი და თითოეული მოვლენა შენი უნივერსალური მასწავლებელია.

3. შეცდომა არ არსებობს, არის მხოლოდ გაკვეთილი. წარუმატებლობა წარმატების განუყოფელი ნაწილია. უდანაშაულო მსხვერპლი არ არსებობს — ყველა მხოლოდ სტუდენტია.

4. გაკვეთილი სხვადასხვა ფორმით მანამდე გაგრძელდება, სანამ მთლიანად არ აითვისებ. თუ იოლ გაკვეთილს არ ისწავლი, ის გართულდება. როცა ისწავლი, შემდეგ გაკვეთილზე გადახვალ.

5. გარეგანი პრობლემები შენი შინაგანი მდგომარეობის ზუსტი ანარეკლია. თუ შეცვლი შინაგან სამყაროს, შენთვის გარე სამყაროც შეიცვლება.

6. გაკვეთილი რომ აითვისე, მაშინ გაიგებ, როცა შენი დამოკიდებულება ტანჯვის მიმართ შეიცვლება. სიბრძნე პრაქტიკით მიიღწევა. ცოტა რაიმე სჯობს, ვიდრე ბევრი არაფერი.

7. არ არსებობს ადგილი და დრო იმაზე უკეთესი, ვიდრე „აქ" და „ახლა". „იქ" — არაფრითაა იმაზე უკეთესი, ვიდრე „აქ". როდესაც შენი „იქ" გახდება „აქ", მიიღებ სხვა „იქ"-ს, რომელიც ისევ უკეთესი მოგეჩვენება, ვიდრე „აქ".

8. სხვები — მხოლოდ შენი ანარეკლია. შენ არ შეგიძლია გიყვარდეს ან გძულდეს ის, რაც სხვებშია, თუ ეს შენში არსებულ თვისებებს არ ასახავს.

9. ცხოვრება ჩარჩოს ქმნის, ხოლო სურათს შენ ხატავ. თუ პასუხისმგებლობას არ აიღებ სურათის დახატვაზე, მაშინ მას შენ მაგივრად სხვები დახატავენ.

10. ყველაფერს მიიღებ, რაც გინდა. შენი წარსული და ამჟამინდელი ფიქრები შენს მომავალს განსაზღვრავს.

11. ყველა პასუხი შენშია. შენ იმაზე მეტი იცი, ვიდრე წიგნებშია დაწერილი. მაგრამ ეს რომ გაიხსენო, წიგნები უნდა იკითხო, საკუთარ თავში ჩაიხედო, მოუსმინო და ენდო მას.

12. შენ ეს ყოველივე დაგავიწყდება.

 

თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)

მთავარი თემები