08:00 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სამყარო

არ ენდო ქალს, რომელიც ერთგულებაში ამხილე...

CC BY 2.0 / Flickr / Damian Gadal / Alone
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია (32)
11420

რა არის მამაკაცი, თუ ქალი მათემატიკური განტოლებაა? რით განსხვავდება ქალური და მამაკაცური ჟინი, რატომ წერენ ჟურნალისტები და რა არის ჟურნალისტიკის აქსიომა...

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ავსტრიელ მწერალს, სატირიკოს პოეტს, ლიტერატურისა და მხატვრობის კრიტიკოსს, ფელეტონისტს, პუბლიცისტს, კარლ კრაუსს (Karl Kraus 1874-1936).

ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი კარლ კრაუსი
ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი კარლ კრაუსი

• არ გქონდეს არც ერთი აზრი და შეგეძლოს მისი გამოხატვა — აი, როგორ ყალიბდები ჟურნალისტად

• ჟურნალისტიკა — ეს არის, როცა აცხადებენ "ლორდი ჯონი გარდაიცვალა", ადამიანებმა კი არც კი იცოდნენ, რომ ლორდი ჯონი ცოცხლობდა.

• ის, რაც ეხება ყველას, არავის ეხება, გარდა ჟურნალისტებისა

• ჟურნალისტიკა ყველა გზას ხსნის, თუ მას თავს დროზე დაანებებ

• ჟურნალისტიკის პირველი აქსიომა: მკითხველს მიმართე, როგორც ჭკვიან ადამიანს, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ის იდიოტია

• ჟურნალისტები წერენ, რადგან არაფერი აქვთ სათქმელი, და მათ აქვთ სათქმელი, რადგან ისინი წერენ.

• სუსტ ადამიანს ეჭვი ეპარება გადაწყვეტილების მიღებამდე, ძლიერს — გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

• თანამედროვე რეჟისორებმა არ იციან, რომ სცენაზე სიბნელე უნდა ჩანდეს

• ახლობელს ჰკითხე ის, რაც უკეთესად იცი. მაშინ მისი რჩევა შეიძლება გამოგადგეს

• ეჭვიანობა ძაღლის ყეფაა, რომელიც ქურდს იტყუებს

• მოვრჩეთ ილუზიებს! — სწორედ აქედან იწყება კიდეც ილუზიები

• უმანკოება იდეალია მათთვის, ვისაც უმანკოების შებღალვა უყვარს

• ეშმაკი დიდი ოპტიმისტია, რადგან სჯერა, რომ ადამიანების გაფუჭება კიდევ შეიძლება

• თავშეკავება უკვალოდ არ ქრება: ზოგს მუწუკები უჩნდება, ზოგს — კანონები ზნეობრიობის დაცვის შესახებ…

• დიახ, რა თქმა უნდა, ძაღლი ერთგულების იდეალია. მაგრამ რატომ უნდა იღებდეს ადამიანი მაგალითს ძაღლისგან? ის ხომ ადამიანის ერთგულია და არა მეორე ძაღლის?

• ყველაზე კარგი ქალი ისაა, რომელთანაც ყველაზე ცოტას ლაპარაკობ

• ადრე დეკორაციები მუყაოსგან მზადდებოდა, ხოლო მსახიობები — ნამდვილი იყვნენ. ახლა დეკორაციები ისეთია, ცოცხალი გეგონება, ხოლო მსახიობები — მუყაოსი.

• არ ენდო ქალს, რომელიც ერთგულებაში ამხილე. დღეს შენი ერთგულია, ხვალ — სხვისი

• ქალი მათემატიკური განტოლებაა, მამაკაცი — პასუხი… რომლისგანაც ფესვი ამოიღეს

• ქალური ჟინი და მამაკაცური — იგივეა, რაც ეპოსი და ეპიგრამა

ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი კარლ კრაუსი
ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი კარლ კრაუსი

• განათლება — ეს ისაა, რასაც უმეტესობა იღებს, ბევრი გადასცემს და მხოლოდ ცოტას აქვს

• „ქალების უფლებები" — ეს მამაკაცის ვალდებულებებია

• ის ბევრს მისცემდა მას (ქალს) იმისთვის, რომ მას ჰყვარებოდა არა იმისთვის, რასაც ის მას აძლევს

• კარგ მხატვარს შეუძლია დახატოს მორბენალი ფეხების გარეშე

• ყველაზე ძნელი უკან დაბრუნება — ასაკის ზღვარზე გადასვლაა…

• ომი — ეს თავდაპირველად იმედია, რომ კარგად ვიქნებით; შემდეგ — მოლოდინი, რომ ისინი უარესად იქნებიან; შემდეგ კმაყოფილება, რომ ისინი ჩვენზე უკეთ არ არიან; და, ბოლოს, მოულოდნელი აღმოჩენა — რომ ცუდად ვართ ჩვენც და ისინიც

• მეცნიერება სპექტრალური ანალიზია… ხელოვნება — სინათლის სინთეზი…

• ქალს სხვადასხვა სამოსი მაინც აქვს. და რით უნდა დაიფარონ თავიანთი სიცარიელე მამაკაცებმა?

• ცუდად დათრგუნულმა სექსუალობამ არაერთი საოჯახო ბიუჯეტი დაანგრია, ხოლო კარგად დათრგუნულმა — მსოფლიო წესრიგი

• გაზეთი — დროის კონსერვია

• არ მიყვარს საკუთარ პირად საქმეში ჩარევა

როგორ იმართება მშვიდობა და როგორ ჩაღდება ომი? დიპლომატები ატყუებენ ჟურნალისტებს და როდესაც ამას გაზეთებში კითხულობენ, თავიანთივე სიცრუისა სჯერათ.

 

თემები:
სიბრძნის სიმფონია (32)

მთავარი თემები