რატომ შეჭამა ადამმა ვაშლი...

© Huffingtonpostმარკ ტვენი
მარკ ტვენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ ჭამა ადამმა ვაშლი, რა არის ის, ყრუ რომ გაიგონებს, ბრმა კი დაინახავს, რა სჯობს - იყო არაინფორმირებული თუ დეზინფორმირებული...

დღეს „სიბრძნის სიმფონია" ამერიკელ მწერალს, სატირიკოსსა და იუმორისტს მარკ ტვენს (Mark Twain) მასპინძლობს. მისი ნამდვილი სახელი და გვარია სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (Samuel Langhorne Clemens, 1835-1910).

მარკ ტვენი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იმსახურებდა როგორც თაყვანისმცემლებისგან, ისე კრიტიკოსებისგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს „ამერიკული ლიტერატურის მამა" უწოდა.

•    თუ გაზეთებს არ კითხულობთ, არაინფორმირებული ხართ, თუ კითხულობთ – დეზინფორმირებული

ჯორჯ ბერნარდ შოუ - Sputnik საქართველო
ქორწინება და მასონთა საზოგადოება, საქმეებში, ფულსა და დროში გამქრალი მეგობრები

•    ადამმა აკრძალული ხილი იმიტომ კი არ შეჭამა, რომ ის ხილი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის აკრძალული იყო

•    თქვენ გჭირდებათ მხოლოდ უვიცობა და თავდაჯერებულობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ

•    უფრო ადვილია გაასულელო ადამიანები, ვიდრე დაარწმუნო ისინი, რომ გასულელებული არიან

•    როცა 14 წლის ვიყავი, მამაჩემი ისეთი სულელი იყო, ძლივს ვიტანდი, მაგრამ როცა 21-ის გავხდი, გაოცებული ვიყავი, როგორ დაჭკვიანდა ეს მოხუცი კაცი ბოლო 7 წელიწადში

•    თუ ფული გჭირდება, უცხოებთან წადი; თუ რჩევები გჭირდება, მეგობრებთან მიდი; ხოლო თუ არაფერი გჭირდება — ნათესავებს ეწვიე

ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

•    სამწუხაროა, რომ სამოთხეში გველი აკრძალული არ იყო — მაშინ ადამი, ალბათ, მას შეჭამდა

•    კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და მიძინებული სინდისი — აი, იდეალური ცხოვრება

•    სიკეთეა, რასაც გაიგონებს ყრუ და დაინახავს ბრმა

•    სიმართლე მონაგონზე დაუჯერებელია, რადგანაც მონაგონი დამაჯერებლობის ჩარჩოში უნდა თავსდებოდეს, სიმართლე კი — არა

•    იყიდეთ მიწა — მას ხომ უკვე აღარავინ აწარმოებს

•    ბანკი ის დაწესებულებაა, სადაც შეიძლება ფული ისესხო, თუ გაქვს საშუალება დაამტკიცო, რომ ის არ გჭირდება

მიგელ დე უნამუნო - Sputnik საქართველო
სიყვარული რომ განსაზღვრო, გაქრება კიდეც...

•    „ბავშვები და სულელები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ" — გვამცნობს ძველი სიბრძნე. დასკვნა ნათელია: უფროსები და ბრძენები სიმართლეს არასდროს ამბობენ

•    ღმერთმა ადამიანი შექმნა, რადგანაც მაიმუნმა იმედები გაუცრუა. ამის შემდეგ მან შემდგომ ექსპერიმენტებზე უარი თქვა

•    ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რისი გაკეთებაც არ გინდა

•    ნებისმიერი სახის ხსენება პრესაში, თუნდაც ყველაზე ნეგატიურად, ნეკროლოგის გარდა, რეკლამაა

•    ადამიანი მთვარეს ჰგავს — მასაც აქვს ბნელი მხარე, რომელსაც არასდროს არავის აჩვენებს

•    ფულის ნაკლებობა ბოროტების მთავარი წყაროა

ჰარუკი მურაკამი - Sputnik საქართველო
ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...

•    კარგი კლიმატისთვის სამოთხეში წადით, კარგი კომპანიისთვის – ჯოჯოხეთში

•    გემოვნებაზე არ დავობენ, მის გამო ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ომობენ

•    ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამი ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი არა, პატარა პლანეტა დაედოს

•    პატიება – ეს არომატია, რომელსაც ია თავის გამთელავს ჩუქნის

ყველა ახალი ამბავი
0