ქორწინება და მასონთა საზოგადოება, საქმეებში, ფულსა და დროში გამქრალი მეგობრები

გამოწერა
ვინ ცვლის სამყაროს და ქმნის ისტორიას, რომელია ყველაზე სასაცილო ხუმრობა მთელ მსოფლიოში, ვინ არის იდეალური ქმარი...

"სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდენთ ჯორჯ ბერნარდ შოუს (George Bernard Shaw 1856-1950) ირლანდიელი დრამატურგს, სცენარისტსა და მწერალს, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის დამაარსებელს, ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში და ამერიკული კინოაკადემიის "ოსკარის" მფლობელს საუკეთესო სცენარისთვის.

მის კალამს ეკუთვნის ისეთი პიესები, როგორიცაა "ცეზარი და კლეოპატრა", "ადამიანი და ზეადამიანი", "ეშმაკის მოციქულები", "ქვრივი კაცების სახლები" და სხვა. შოუს ყველაზე პოპულარული და ცნობილი პიესაა "პიგმალიონი".

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი - Sputnik საქართველო
უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი – იუმორში ჩამალული ღრმააზროვანი სიმართლე

• ვფიქრობდი, რომ მეგობრებს კარგავენ კამათის დროს, ისინი კი ქრებიან საქმეებში, ფულსა და დროში

• როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს — ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელ მსოფლიოში

• ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენთვის გინდათ. იქნებ თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!

• თქვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ ძალიან დიდ დროს ანდომებთ იმაზე ფიქრს, უბედური ხართ თუ არა

• ქორწინება მასონთა საზოგადოებას წააგავს. ის, ვინც ჯერ არ გაწევრიანებულა, არაფერი იცის მის შესახებ, ხოლო ვინც მოასწრო, იძულებულია სამუდამოდ დადუმდეს

ჰარუკი მურაკამი - Sputnik საქართველო
ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...

• თუ იწყებთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით მათთვის, ვინც გიყვართ, მაშინ დაამთავრებთ მათი სიძულვილით, ვისთვისაც თავი მსხვერპლად შესწირეთ

• ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება — ის საკუთარი თავის შექმნაა

• ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას

• ცეკვა — ეს ჰორიზონტალური სურვილის ვერტიკალური გამოხატულებაა

• ლაპარაკი ისწავლე — ესე იგი, გაიზარდე, დუმილი ისწავლე — ესე იგი, დაჭკვიანდი

• ადამიანი აგურივითაა — რაც უფრო დიდხანს იწვება, მით უფრო მყარდება

• ადამიანებს, რომლებსაც მხიარულება შეუძლიათ, ფული არა აქვთ, ხოლო ადამიანებს, ვისაც ფული აქვთ, მხიარულება არ შეუძლიათ

ერიხ მარია რემარკი - Sputnik საქართველო
ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება...

• თუ შეგიძლია მარტოობის ატანა და მისგან სიამოვნების მიღება — დიდი ნიჭია

• იდეალური ქმარი — ეს არის მამაკაცი, რომელიც მიიჩნევს, რომ იდეალური ცოლი ჰყავს

• ბიოგრაფიის კითხვისას გახსოვდეთ, რომ სიმართლე არასდროს ვარგა გამოქვეყნებისათვის

• არ გვაქვს ბედნიერების გამოყენების უფლება, თუ არ ვქმნით მას

• თუ ჩემი მეზობელი თავის ცოლს ყოველდღეს სცემს, მე კი — არასდროს, სტატისტიკის მიხედვით, ორივე ვცემთ ცოლს დღეგამოშვებით

• ყველაზე მეტად ადამიანებს აინტერესებთ ის, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ

CC0 / FL/ Eleanor Jaekel / George Bernard Shawჯორჯ ბერნარდ შოუ
ჯორჯ ბერნარდ შოუ - Sputnik საქართველო
ჯორჯ ბერნარდ შოუ

• გიყვარდეთ მამაკაცები. მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი სიყვარული, თუნდაც არასდროს აღიარონ ეს. ყოველი დიდი მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ქალი, რომელსაც მისი სჯეროდა. და ნამდვილად უყვარდა

• გაზეთი — ესაა ბეჭდვითი ორგანო, რომელიც ვერ ხედავს განსხვავებას ველოსიპედიდან ჩამოვარდნასა და ცივილიზაციის დაღუპვას შორის

ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

• სამყარო შედგება უსაქმურებისგან, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ ფული და არ იმუშაონ, და სულელებისგან, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ და არ გამდიდრდნენ

• თუ ოდესმე, ბედნიერების ძიებაში, მას იპოვით, თქვენ სათვალის მძებნელ მოხუცს ჰგავხართ და აღმოაჩენთ, რომ ბედნიერება ყოველთვის ცხვირწინ გედოთ

• თუ ჩემი არყოფნა თქვენს ცხოვრებაში არაფერს ცვლის, მაშინ ჩემს ყოფნას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს

• ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა — სხვებს ასწავლის

• მან საერთოდ არაფერი იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია — იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის

• ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია

 

ყველა ახალი ამბავი
0