15:02 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (879)
102 0 0

ყირიმის საჰაერო საზღვრების დაზვერვა, ნატოს ხომალდები შავ ზღვაში, მასშტაბური სწავლებებისთვის სამზადისი და საიდუმლო ტვირთები, რომლებიც აშშ–ს უკრაინაში გადააქვს

ანდრეი კოცი

ბოლო დღეებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მკვეთრად გააქტიურდა აღმოსავლეთ ევროპაში. არავინ ფარავს, რომ ეს კიევის მიერ დონბასის შეხების ხაზზე ტექნიკისა და ქვედანაყოფების გადასროლისა და ასევე რუსეთის ჯარების გადაადგილებაზე პასუხად ხდება.

დრონები ფრონტის თავზე

დონბასში მორიგი გამწვავების დაწყებასთან ერთად ნატოს ქვეყნების ავიაცია იქ უფრო ხშირად ჩნდება. შეხების ხაზის თავზე პრაქტიკულად გამუდმებით მოძრაობს მზვერავი დრონები RQ-4 Global Hawk, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის არმიების თავდაცვისთვის სამზადისს აკვირდებიან. რაღა თქმა უნდა, დრონებით გადაღებული ფოტოები დაუყოვნებლივ ეგზავნება კიევის სამხედრო სარდლობას.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავადაც გააქტიურეს დაზვერვა — ამბოხებულებმა თურქეთში შეძენილი მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2–ები შენიშნეს. მათ სახმელეთო სამიზნეებზე შეტევა არ მიუტანიათ: აშკარაა, დრონების ოპერატორები ჯერ სამხედრო მოქმედებების პოტენციურ თეატრს სწავლობენ.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის ექვსი დრონი აქვს. დამატებითი უპილოტოების შეძენაზე კონტრაქტს, როგორც უკრაინული მედია იუწყება, კიევმა ანკარასთან ცოტა ხნის წინ თურქეთში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტისას მოაწერა.

გარდა ამისა, დასავლეთის ავიაცია პრაქტიკულად ყოველდღიურად ატარებს ყირიმის სანაპიროს მონიტორინგს. შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ბრიტანული და ამერიკული რადიოელექტრონული დაზვერვის Boeing RC135W და Lockheed P-3COrion–ი კურსირებენ, ასევე ნავსაწინააღმდეგო P-8APoseidon–იც. მათი მთავარი ამოცანა — ეს შავი ზღვის ფლოტის ხომალდების მოქმედებების თვალყური და ნახევარკუნძულზე განთავსებული საჯარისო ჯგუფის ჰაერსაწინაღმდეგო სისტემების პოზიციების აღმოჩენაა.

იდუმალი ტვირთები

ნატო რეგიონში სამხედრო–საზღვაო ყოფნას აძლიერებს. აპრილის ბოლომდე შავ ზღვაში აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ორი სარაკეტო ესკადრონული ნაღმმზიდი უნდა შევიდეს. პენტაგონის ოფიციალური ვერსიით, ხომალდების გადასროლა „რუტინული ხასიათისაა“. მაგრამ კრემლმა მკვეთრად ირეაგირა და ეს გასაკვირი არც არის — ეს ნაღმმზიდები 50–ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა „ტომაგავკებითაა“ აღჭურვილი.

„რაც შეეხება შეერთებული შტატების აქტიურობას, შავ ზღვაში ხომალდების გავლის ჩათვლით, ეს რეგულარულად ხდება, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. — ახლა ეს განსაკუთრებით აგრესიულად კეთდება, ახლავს აგრესიული რიტორიკა, ისმება კითხვები, რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან საზღვარზეო. პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ იქ ვცხოვრობთ, ეს ჩვენი ქვეყანაა. აი შეერთებული შტატები კი რას აკეთებს თავისი ხომალდებით, სამხედრო მოსამსახურეებით იქ, რომლებიც გამუდებით აწყობენ რარაც ღონისძიებებსნატოს ხაზით უკრაინაში, თავიანთი ტერიტორიიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით? — ეს კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება“.

პასუხი არ ჩანს არც სხვა საინტერესო კითხვაზეც: რა ტვირთები შეაქვს უკრაინაში აშშ–ის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავებს? სპეციალისტებმა ინტერნეტ–სერვის FlightRadar–ის ჩვენებას მიაქციეს ყურადღება: ამერიკული C-17–ები და C-130–ები, რომლებიც აშშ–დან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან აფრინდნენ, ბორისპოლის აეროპორტში სხდებიან, ტვირთებს ტოვებენ და უკან ბრუნდებიან.

სამხედრო ექსპერტ ალექსეი ლეონკოვის აზრით, ვაშინგტონს უკრაინაში რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსები გადააქვს, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ახლო ხანში შეტევას შეიძლება მოასწავებდეს. მაგალითად მან აშშ–ის შეიარაღებული ძალების ტაქტიკა მოიყვანა ოპერაციიდან „ქარიშხალი უდაბნოში“, როდესაც კონფლიქტის პირველივე დღეს ამერიკელებმა სრულად „დააბრმავეს“ სადამ ჰუსეინის არმია. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს არაღიარებული დონეცკის ხელმძღვანელობის ამასწინანდელი განცხადება, რომ უკრაინელებმა ეუთოს დრონების მისიის GPS–გადამცემებისა და მართვის არხების ჩახშობა დაიწყეს, რათა რეგიონში სამხედრო ტექნიკის მასთაბური შეტანა დაფარონ.

თუმცა გულხელდაკრეფილი ჯდომას არც რუსეთი აპირებს.

„თუ რაიმე გამწვავება მოხდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარანტირებულად უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სადაც უნდა იყვნენ ისინი, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა. — მსგავსი ჰიპოთეტური გამწვავების შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება კიევსა და მის დასავლელ კურატორებს. ჩვენ ასევე ვაფრთხილებთ აშშ–ს, რომ უჯობთ, თავი შორს დაიჭირონ ყირიმისგან, ჩვენი შავი ზღვის სანაპიროსგან. ეს ისევ მათთვის სჯობს“.

სწავლებისთვის სამზადისი

დასავლეთის ქვეყნების ჯარების რუსეთის საზღვრებთან გააქტიურების კიდევ ერთი მიზეზი — ეს ნატოს სამზადისია უმსხვილესი სამხედრო სწავლებების, Defender Europe 2021–ისთვის, რომელიც მაისის შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს.

მანევრების ლეგენდის თანახმად, ნატოს ჯარებმა კალინიგრადის ოლქს უნდა შეუტიონ, დაბლოკონ რუსეთის დასავლეთ ოლქები და „რუსების მასობრივი შეტევა“ მოიგერიონ. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებული ყურადღება არა აღმოსავლეთ, არამედ სამხრეთ ევროპას ეთმობა. მანევრები დაგეგმილია ჩერნოგორიაში, კოსოვოსა და ალბანეთში. ბულგარეთსა და რუმინეთში ჰაერსაწინააღმდეგო სწავლებები და და „ხმელეთი–ხმელეთის“ ტიპის რაკეტების სროლაცატარდება. ხოლო უნგრეთი ღრმა ზურგის როლს შეასრულებს. მანევრებში უკრაინელი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამერიკელები ვროპაში მნიშვნელოვან ძალებს გადაისვრიან, მათ შორის, პირველი კავალერიული და 82–ე საჰაერო–სადესანტო დივიზიების ქვედანაყოფებს. ატლანტიკის მიღმა გაიგზავნება ასობით ერთეული სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა. გარდა ამისა, ფლორიდიდან ჩავა 53–ე ქვეითთა ბრიგადა. გამორიცხული არ არის, რომ შეიარაღების ნაწილი ამერიკელებს ისევ „დაავიწყდეთ“ ევროპაში, როგორც ეს მანამდე არაერთხელ მოხდა. სპეციალისტების აზრით, ამგვარად პენტაგონი წლიდან წლამდე ზრდის რეგიონში საიერიშო შესაძლებლობებს.

ევროპაში აშშ–ის სახმელეთო ჯარების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სწავლებები „აშშ–სა და ნატოელი მოკავშირეებისა და პარტნიორების სტრატეგიული და ოპერატიული მზადყოფნისა და ურთიერთქმედების ამაღლებისკენაა მიმართული“. ხაზი ესმება, რომ მანევრები არ წარმოადგენს საფრთხეს მესამე ქვეყნებისთვის. მაგრამ Defender Europe 2021–ის ანტირუსული დღის წესრიგი აშკარაა. როგორც სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინის სპიკერმა განაცხადა, მანევრების აზრი იმაშია, რომ დამუშავდეს ომი რუსეთთან ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ტერიტორიაზე.

გასაკვირი არ არის, რომ პასუხად რუსეთი და ბელარუსი მანევრ „დასავლეთი 2021–ს“ ჩაატარებენ სექტემბერში. როგორც მანადე აცხადებდა ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი, „ერთობლივი სწავლებები ერთობლივი მოქმედებების ახალი მეთოდების აპრობაციას გახდის შესაძლებელს“.

ჯერჯერობით კი, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, ქვეყნის დასავლეთ საზღვრებზე ორი არმია და საჰაერო–სადესანტო ჯარების სამი შენაერთია გადასროლილი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
რუსეთი დღეს (879)

მთავარი თემები