14:47 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
8310

ანკარის სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა კავკასიის მიმართულებით და თურქეთის დიდი ეროვნული კრების გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, ერთი წლით შეიყვანოს აზერბაიჯანში დაუსახელებელი რაოდენობის თურქი სამხედროები, არაერთმნიშვნელოვნად გამოიყურება.

მისიის რაოდენობასა და ფარგლებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაზღვრავს და ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეგიონული ტურბულენტობის კატალიზატორად იქცეს.

საჭირო არ არის კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რატომ არ შეიძლება აზერბაიჯანში თურქებმა აპრიორი შეასრულონ მშვიდობისმყოფელების როლი. ანკარა ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებითა და მეთოდებით იცავს კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის ინტერესებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თითქოს დაარწმუნა თურქეთის ლიდერი ერდოღანი, არ გაამწვავოს ვითარება და პროვოკაციაზე არ წამოიკიდოს სომხური მხარე ყარაბაღში თურქული ჯარების შეყვანით. მაგრამ ერდოღანს არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსის რეპუტაცია აქვს, რომელსაც მეტად სარისკო გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. აზერბაიჯანის მიწაზე ანკარას ამის გაკეთება მხოლოს ბაქოსთან კავშირში შეუძლია, მაგრამ სტრატეგიული გადაწყვეტილებები ნამდვილად უკვე მიღებულია, მოვლენათა ჯაჭვი განსაზღვრულია. და ეს კონსპიროლოგია არ არის, ეს უფრო გეოპოლიტიკური ანალოგიაა.

მაგალითად, რუსეთმა 2015 წელს დროებით შეიყვანა სირიაში შეზღუდული სამხედრო კონტინგენტი დამასკოს თხოვნით (წესრიგის დასამყარებლად) და სირიის რესპუბლიკისგან ორი მუდმივი სამხედრო ბაზა მიიღო. ანკარა ნამდვილად ვერ იქნება ამ ფაქტით კმაყოფილი. თურქეთს აზერბაიჯანის მიმართულებით შეუძლია „სამაგიეროს გადახდა“, აქვს რა მოძმე ხალხის დახმარებისა და საკუთარი ინტერესების გატანის ანალოგიური (სარკისებური) გეგმები. უკმაყოფილო მეზობლებს ან ეფექტური პასუხის მოძებნა მოუწევთ, ან კონფლიქტის ზონაში შევიწროება.

თავისუფლების ხარისხი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 10 ნოემბრის შემდეგ ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში და ლამის ყოველდღიურად გვახსენებს, რომ თურქეთი მონაწილეობას მიიღებს ყარაბაღის ოპერაციებში რუსეთთან ერთად. და ეს შემთხვევითობა არ არის. 10 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში „ახალი სამყაროს“ რამდენიმე ძნელად შესამჩნევი, თუმცა მაინც სახიფათო გაურკვევლობაა ჩადებული.

შეხების ხაზი (ყოფილი ფრონტის ხაზი) და კონტროლის ორი შიდა ზონა (სომხური მოსახლეობით) მთიან ყარაბაღში არის, ხოლო უსაფრთხოების გარე ზონა არც ადგილებზეა განსაზღვრული და არც რუკებზე. ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პოსტები ვერ აკონტროლებს შეხების ხაზის მიღმა სივრცეს „მეორე მხრიდან“. თუმცა ეს მთავარი სისუსტე არ არის.

სამმხრივი შეთანხმებით თავიდანვე განისაზღვრა ცეცხლის შეწყვეტის ორი კონსტანტა — რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია მთიან ყარაბაღში (სომხური მოსახლეობით) და კონტროლის ერთობლივი რუსულ–თურქული ცენტრის შექმნა. მათ შორის ურთიერთქმედება სარწმუნოა, ინტეგრაცია — გამორიცხული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყარაბაღის საკითხზე თურქი დამკვირვებლების მობილურობა შეზღუდული იქნება, გასვლითი მისიები არ იგეგმება (ინფორმაციის მოგროვებას დრონებს მიანდობენ). და, მაინც, შეხების ხაზს მიღმა, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა ჭარბობს, საკონტროლო ოპციები ბაქოს მეტი აქვს, ხოლო რუსულ–თურქული ერთობლივი ცენტრის აზრებაიჯანში განთავსების ზუსტი ადგილი ჯერ ცნობილი არ არის. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ის მხარეთა დაშორიშორების ხაზიდან არც ისე შორს იქნება.

სახიფათო ექსპერიმენტები

აზერბაიჯანი სუვერენული ქვეყანაა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულარულ შეხსენებებს რუსული სამშვიდობო ოპერაციის განუმეორებლობისა და უნიკალურობის შესახებ ბაქოს სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნამდვილად აღიქვამს ნორმალურ სამუშაო პროცესად. ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სრული უფლება აქვს მიიწვიოს თავის ქვეყანაში მეგობრები თურქეთიდან თუ მეომარი მაორები შორეული ახალი ზელანდიიდან — მონიტორინგის ცენტრის შემადგენლობაში ყარაბაღის ტყეების აღდგენის საკითხებზე თუ ნებისმიერ სხვა ფორმატში. ორმხრივი სურვილი იყოს და. ასეთი ექსპერიმენტების დრო საკმარისზე მეტია, როგორც წესი, სამშვიდობო ოპერაციები ათობით წლის განმავლობაში გრძელდება. მომავალი მრავალვარიანტულია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსასაზღვრად მიახლოებითი ვადებიც კი არ არსებობს. რეგიონში ვითარება კვლავ რთულია. ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „რუსეთი და თურქეთი მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანელებისა და სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში“.

ამასობაში კი ბაქოში პროვოკაციული მიტინგი გაიმართა შეჰიდების ხეივანში, რომლის მთავარი მოთხოვნაც რუსი სამშვიდობოების მთიანი ყარაბაღიდან გასვლა იყო. ეს საგანგაშო ზარია, რომელიც კონფლიქტის მრავალვარიანტულობაზე მეტყველებს. ეს აქცია უკვე დაგმეს აზერბაიჯანის პარლამენტში. მაგრამ სანამ სამმხრივ შეთანხმებას ჯერ კიდევ არ გაუვლია დროით შემოწმება, მშვიდობა მაინც არამყარია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები