ილჰამ ალიევი: „ყარაბაღის სტატუსზე ლაპარაკიც არ იქნება“

© Press service of the President of Azerbaijan / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიევის თქმით, მან მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თავის ისტორიულ ტერიტორიებს მაინც დაიბრუნებდა – თუ მშვიდობიანი გზით ვერა, მაშინ ომით.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputik. ყარაბაღის განსაკუთრებული სტატუსის საკითხი განხილვებისა და მსჯელობის თემა არასდროს იქნება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფიზულის რაიონში მეუღლესთან მეჰრიბან ალიევასთან ერთად ვიზიტისას, რასაც სახელმწიფო ტელეარხი AZTV გადასცემდა.

რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი ყარაბაღში თურქი სამხედროების გაგზავნას გეგმავს: ბრძანებულების პროექტი მეჯლისშია

„[ყარაბაღის] არანაირ სტატუსზე საუბარიც კი არ იქნება. არსებობს ერთიანი აზერბაიჯანული სახელმწიფო, მრავალეროვანი, მრავალკონფესიური, პროგრესული. ყველა რელიგიის წარმომადგენელი ნორმალურად ცხოვრობს — მშვიდობასა და ურთიერთგაგებაში. სომეხი ხალხიც ასევე იცხოვრებს, ჩვენ მათთან საქმე არ გვაქვს“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, მან მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძირძველ ტერიტორიებზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებდა და რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების თემა.

© Press service of the President of Azerbaijan / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ და მეჰრიბან ალიევები ფიზულის რაიონში
ილჰამ ალიევი: „ყარაბაღის სტატუსზე ლაპარაკიც არ იქნება“ - Sputnik საქართველო
ილჰამ და მეჰრიბან ალიევები ფიზულის რაიონში

„ვამბობდი, რომ აზერბაიჯანი აღიდგენდა ტერიტორიულ მთლიანობას — თუ მშვიდობიანი გზით არა, მაშინ ომით. ჩემი გამოსვლები არის ყველგან, ისინი გამოქვეყნებულია“, — თქვა პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0