რუსეთის დაზვერვა: დასავლეთი ყარაბაღზე შეთანხმების ჩაშლას გეგმავს

© photo : Sputnik / გადასვლა მედიაბანკშირუსი სამშვიდობოები ყარაბაღში
რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკელებსა და ევროპელებს არ აღელვებთ, რომ მათმა პროვოკაციებმა შესაძლოა ახალი სისხლისღვრა და რეგიონის მძიმე სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა გამოიწვიოს

თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ სომეხი და აზერბაიჯანელი ნაციონალისტების პროვოცირებას ყარაბაღში ზავის ჩასაშლელად. იუწყება РИА Новости.

რუსი სამშვიდობოები - Sputnik საქართველო
პუტინი: მოსკოვი ყარაბაღთან დაკავშირებით სტატუს–კვოს ინარჩუნებს

„ცდილობენ სომხების დარწმუნებას იმაში, რომ მშვიდობა მთიან ყარაბაღში - ერევნის მარცხია. უგდებენ იდეას „გამარჯვებამდე ბრძოლის გაგრძელების“ აუცილებლობაზე. აზერბაიჯანელებს, პირიქით, ეუბნებიან, რომ კრემლმა „მათ გამარჯვება მოპარა“, როდესაც აზერბაიჯანის ჯარს სტეპანაკერტის აღებამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა“, - მოჰყავს მისი სიტყვები დაზვერვის სამსახურის პრესბიუროს.

ნარიშკინის სიტყვებით, დასავლეთის მოქმედება იმაზე მეტყველებს, რომ „აშშ და მისი ევროპელი მეგობრები, როგორც ყოველთვის, თავიანთ ამოცანებს აგვარებენ უბრალო ადამიანების, ამჯერად - აზერბაიჯანელებისა და სომხების - ინტერესების ხარჯზე“.

„ამერიკელებსა და ევროპელებს არ აღელვებთ, რომ მათმა პროვოკაციებმა შესაძლოა ახალი სისხლისღვრა და რეგიონის მძიმე სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა გამოიწვიოს“, - განაცხადა მან.

ვითარება მთიან ყარაბაღში

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სამხედრო ესკალაციაში ადანაშაულებდა. რუსეთის შუამავლობით მხარეები 2020 წლის 10 ნოემბრიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

Российские миротворцы в Нагорном Карабахе - Sputnik საქართველო
რუსმა მშვიდობისმყოფელებმა ყარაბაღში სადამკვირვებლო პოსტები განალაგეს

შეთანხმების თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი რჩებიან დაკავებულ პოზიციებზე, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი შედიან რუსი სამშვიდობოები. ისინი განთავსდებიან მხარეთა გამყოფ ზოლზე და დერეფნის გასწვრივ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

ბაქომ და ერევანმა ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკეს. სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ასევე ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები.

ყველა ახალი ამბავი
0