თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების რაიონებში დასრულდა რუსული სამშვიდობო ძალების სადამკვირვებლო პოსტების განლაგება. ისინი ვითარების სადღეღამისო მონიტორინგს განახორციელებენ, განაცხადა 16 ნოემბერს ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
კონტროლი ცეცხლის შეწყვეტაზე მშვიდობისმყოფელების ქვედანაყოფების მიერ სამხრეთ ზონაში ხორციელდება ცხრა სადამკვირვებლო პოსტზე და ამდენივე პოსტზე – ჩრდილოეთ ზონაში. ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მოქმედებს სადამკვირვებლო პოსტების ქსელი, რომლებიც სამშვიდობოების კოლონების გასვლას უზრუნველყოფენ.
კონაშენკოვის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეხების მთელ ხაზზე ხორციელდება.
მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, მთიან ყარაბაღში გრძელდება დაღუპულთა ცხედრების გაცვლა, განაცხადა კონაშენკოვმა. პროცესი ხორციელდება რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კოორდინაციით.
მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან>>
აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.