მოსაზრება: ამერიკას ვაქცინისთვის ფული არ ეყო

© AP Photo / John Locherთავისუფლების სტატუა პირბადით
თავისუფლების სტატუა პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეერთებულმა შტატებმა, კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის (NCSC) დირექტორის უილიამ ევანინის სახით, უქმეებზე რუსეთი, ჩინეთი და ირანი დაადანაშაულა, რომ ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ ამერიკას COVID-19-ის ვაქცინის მიღებაში.

ირინა ალქსნისი

ამერიკელი მზვერავის განცხადება დროში დაემთხვა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც მან აღიარა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ში მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. თუმცა ეს გარე კონკურენტების მზაკვრული ინტრიგებით კი არ ახსნა, არამედ შიდა პოლიტიკური უთანხმოებებით.

მიმაჩნია, რომ [ვაქცინა] არჩევნებამდე უნდა იყოს, მაგრამ ამაში პოლიტიკა ერევა... ის არჩევნების შემდეგ იქნება“, — თქვა პრეზიდენტმა.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
რამდენად საშიშია ვაქცინა: აშშ პასუხს ითხოვს, ევროპა მოგებას ითვლის

კომპენსაციის სახით პრეზიდენტმა ამერიკელებს COVID-19-ის სამკურნალოდ ის პრეპარატები შესთავაზა, რომლებითაც თავად მკურნალობდა — თანაც უფასოდ. აშშ-ისა და მისი ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც განვითარებული მსოფლიოს საზომებით აბსურდულია და უამრავ მოქალაქეს არ მიუწვდება მასზე ხელი, ეს მართლაც მძლავრი ინიციატივაა.

მიუხედავად ამისა, ტრამპის ბოლო განცხადება ნამდვილად შეიძლება აღიქმებოდეს კომპენსაციის ფორმად, მათ შორის, PR-აზრითაც, ვინაიდან ვაქცინის გამოჩენა არჩევნებამდე ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

თეთრმა სახლმა პრეპარატის შექმნაზე დაახლოებით 12 მლრდ დოლარი გამოყო, რომელიც შესაბამისი პროფილის სამამულო და უცხოურ ორგანიზაციებზე გადანაწილდა. მაგალითად, ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Novavax-მა 1,6 მლრდ დოლარი მიიღო.

თუმცა ამერიკის ადმინისტრაცია უმთავრეს იმედებს მაინც ბრიტანულ–შვედურ ფარმაკოლოგიურ კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტზე ამყარებდა. მათვე უკავშირდება ყველაზე დიდი იმედგაცრუებაც, ვინაიდან პრეპარატის უსაფრთხოების მიმართ სერიოზული კითხვები წამოიჭრა.

ვაქცინა „ეპივაკკორონა“ - Sputnik საქართველო
რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინა გამოსცადეს

რუსეთისთვის მთელი ეს ამერიკული ფარმაცევტული პერიპეტიები პირველ რიგში საინტერესოა იმ ხარისხით, რა ხარისხითაც შეიძლება ის რუსეთს უკავშირდებოდეს. როგორც ცნობილია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ჯერ კიდევ ზაფხულში სდებდნენ ბრალს მოსკოვს კიბერშეტევაში, რომლის მიზანიც ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მოპარვა იყო. ახლა კი, ევანინის გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, კონცეფცია შეიცვალა და წინა პლანზე რუსული პრეს-სამსახურების საბოტაჟი გამოვიდა იქ მიმდინარე სამუშაოების წარმატებისთვის ხელის შესაშლელად.

და, საერთოდ, დიდი ალბათობით, არანაირი ვაქცინა რუსებს არც აქვთო, ესეც განაცხადა NCSC-ს დირექტორმა. ამერიკულ კონტრდაზვერვას, მისი უფროსობის ნერვული უჯრედების შენარჩუნების მიზნით, ალბათ, ჯობს არ შევატყობინოთ, რომ რუსეთი რამდენიმე დღეში ცენტრ „ვექტორის“ უკვე მეორე პრაპარატს დაარეგისტრირებს.

მაგრამ თუ მთელ ამ ისტორიას გლობალური თვალსაზრისით შევხედავთ, ის კიდევ უფრო ჭკუის სასწავლია, ვიდრე ვაშინგტონის ჩვევა, ნებისმიერი ჩავარდნა მოსკოვის ხრიკებს გადააბრალოს.

მსოფლიო სავაქცინო რბოლაში გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ვაშინგტონისთვის არა მარტო როგორც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, არამედ როგორც შეერთებული შტატების ურყევი ჰეგემონიის სიმბოლო მსოფლიოში — მტკიცებულება იმისა, რომ ამერიკა ყველაზე განვითარებული, ყველაზე ტექნოლოგიური და მეცნიერულად დაწინაურებული ქვეყანაა პლანეტაზე.

ფინანასური ფაქტორი ტრადიციულად თამაშობდა მნიშვნელოვან როლს აშშ-ის, როგორც გლობალური ლიდერის სტატუსში. ხოლო პლანეტის მთავარი საბეჭდი დაზგის ფლობა დღემდე რჩება მათი გაბატონებული მდგომარეობის ქვაკუთხედად.

კორონავირუსის ვაქცინა  - Sputnik საქართველო
ცნობილია, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე: აკადემიკოსი განმარტავს

ზედმეტად უხვი დაფინანსება, რომელიც ვაშინგტონმა ვაქცინის შექმნისთვის გამოუყო კომპანიებს მთელ მსოფლიოში, ორჯერ, სამჯერ და ათჯერ მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, ამერიკელებს შეუძლიათ თავს ამის უფლება მისცენ.

ერთი მხრივ, ეს შთამბეჭდავია, მეორე მხრივ — ხაზს უსვამს წარუმატებლობის მასშტაბებს. იმიტომ რომ ვერც 50 და ვერც 100 მილიარდი დოლარი ამ შემთხვევაში ვერაფერს შეცვლიდა: ზოგი ამოცანა უბრალოდ არ ექვემდებარება გადაჭრას ფულის საშუალებით.

ბოლო წლებში აშშ რეგულარულად ამჩნევს, რომ ღალატობთ ჩვეული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ მსოფლიო დომინირებას უზრუნველყოფენ. კონტროლიდან გამოდიან საგარეო პოლიტიკური უმცროსი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც ამერიკელები საკუთარ „ვოტჩინებად“ მიიჩნევენ. ეფექტურობას კარგავს „უხერხულებთან“ მუშაობის დახვეწილი ტექნოლოგიები — ამის მაგალითია ფერადი რევოლუციები.

და, აი, ახლა ეს მორიგი სიგნალია, რომ არ ვთქვათ, ნაბათი, შემხსენებელი იმისა, რომ არც დოლარია ყოვლისშემძლე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0