დასავლეთში „რასისტების გაზეთის“ დახურვას მოითხოვენ: რა ბედი ელის The Guardian-ს

© photo: Sputnikპრესა
პრესა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთის ქვეყნების კოლონიალურ წარსულთან ბრძოლის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფმა ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი The Guardian-ის დახურვა მოითხოვა.

ვიქტორ მარახოვსკი

ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ პეტიციას უკვე 20 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი. გაზეთის დახურვის მომხრეთა ლოგიკა მარტივია: 1821 წელს დაფუძნებული გაზეთი, რომელსაც მაშინ Manchester Guardian-ი („მენჩესტერელი მცველი“) ერქვა, ვინმე ჯონ ედვარდ ტეოლორმა დააარსა, რომელმაც ქონება ბამბით ვაჭრობით იშოვა. ბამბის პლანტაციებში კი პრაქტიკულად 100 პროცენტით მონები შრომობდნენ.

უფრო მეტიც: დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგაც კი გაზეთი კვლავ აქტიურად ემხრობოდა მონობას და აბოლიციონისტი ამერიკელი პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის წინააღმდეგაც კი ილაშქრებდა, აცხადებდა რა, რომ „დღე, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს, იმავდრულად შავი დღე იყო ამერიკისა და მთელი მსოფლიოსთვის“ (1862 წლის 10 ოქტომბერი). 

პოლიცია აშშ-ში - Sputnik საქართველო
აშშ პოლიციის რეფორმას იწყებს: ცნობილია აკრძალვები და შეზღუდვები

მწარე ირონია ისაა, რომ The Guardian-ი ამ დროისათვის ბრიტანელი მემარცხენეების ერთ-ერთი უმთავრესი მედიაქვემეხია, რომლებიც კატეგორიულად უჭერენ მხარს წყეულ წარსულთან ბრძოლის ყველაზე რადიკალურ მეთოდებს. 

შეგახსენებთ: ამ ბრძოლის ფარგლებში ჩამოყარეს პოსტამენტებიდან კოლუმბის რამდენიმე და ასევე ორიოდე გამოჩენილი ბრიტანელი ქველმოქმედის ძეგლები, დაამახინჯეს და თვალს მოაშორეს ბელგიის მეფე ლეოპოლდ II და შედარებით ცოტა ხნის წინ გახსნილი ბრინჯაოს უინსტონ ჩერჩილი.

და ეს ყველაფერი არ არის, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა შექმნა „კომისია საჯარო სივრცეში მრავალფეროვნების შესახებ“, რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას. მის ფუნქციებში შედის ისტორიულად არასწორი პერსონების ქანდაკებების გამოვლენა, რომლებიც ფულს მონათვაჭრობით შოულობდნენ. მათ შორის, სხვათა შორის,  არის ბრიტანეთის ხუთი მონარქი:

ვილჰელმ III,

დედოფალი ანა,

კარლ II,

ჯეიკობ II,

გეორგ I.

მოკლედ, ისტორიული სამართლიანობის ბაკქანალიით გაბოროტებულმა ინგლისელმა კონსერვატორებმა, სატირული ზომების სახით, პეტიცია გამოაცხვეს The Guardian-ის დახურვის მოთხოვნით — ახალი გამანადგურებლების რუპორისა, რომელიც მხოლოდ საკუთარი საპატიო ასაკის გამოა მიბმული ორასი წლის წინანდელ მონათვაჭრობას.

პროტესტი აშშ-ში - Sputnik საქართველო
ამერიკელი პოლიციელები მასობრივად ტოვებენ სამსახურს: საკუთარი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია

გასაგებია, რომ გაზეთის დახურვა მათ არ გამოუვათ, მაგრამ ისინი ამით თავიანთ ლიბერალ–მემარცხენე ოპონენტებს იმას აჩვენებენ, რომ, ეშმაკმა წაიღოს, წარსული ყველას აქვს. და რომ წარსულის გასამართლება უაზრობაა, მით უმეტეს, სიკვდილით დასჯა — თანამედროვე აგრესიული იდეოლოგიების საზომით.

მაგრამ ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, არ იმუშავებს. იმიტომ რომ ის, რაზეც ყველაზე ნაკლებად წუხან ახალი მორალის კომისრები და ევანგელისტები — ეს თანმიმდევრულობაა.

აქ ერთი რამ უნდა განიმარტოს. Black Lives Matter-ის ისტორია, რომელსაც თითქოს მხოლოდ აშშ-თან და მის ძველ, ზანგ მოსახლეობასთან აქვს კავშირი, რომელთა წინაპრებიც რამდენიმე საუკუნის წინ შეიყვანეს მონებად, ევროპაშიც გავრცელდა და ავსტრალიამდეც კი მიაღწია.

ის კარგად დამუშავებულ იდეოლოგიას მოერგო. ეს იდეოლოგია მოიაზრებს არა მარტო რასობრივ ან რელიგიურ უმცირესობებს, არამედ ნებისმიერ უმცირესობას ზოგადად — ყოველი შემთხვევისთვის, შეძლებისდაგვარად ყველა ქალს — მათი სურვილის მიუხედავად, ყველა ინვალიდს (რომელთა შორის განსაკუთრებით იკვეთებიან ფსიქიკური დარღვევების მქონე მოქალაქეები) და, საერთოდ, „მოსახლეობის ყველა ჯგუფს“, რომლებიც თვითნებურად განისაზღვრებიან დისკრიმინირებულად.   

ეს იდეოლოგია (რომელსაც, როგორც წესი, უთანასწორობასთან ბრძოლას უწოდებენ) ავტომატურად გულისხმობს, რომ გასული საუკუნეების განმავლობაში შექმნილი სოციალური იერარქია მთელ მსოფლიოში ღრმად გარყვნილია და უსამართლო თავისი არსით.

ატლანტაში პროტესტის ახალი ტალღა აგორდა: პოლიციელებს აფროამერიკელი დაკავებისას შემოაკვდათ - Sputnik საქართველო
ატლანტაში პროტესტის ახალი ტალღა აგორდა: პოლიციელებს აფროამერიკელი დაკავებისას შემოაკვდათ

სოციალური იერარქიის უსამართლობას მსოფლიოში ქმნის არა ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტ წარმატებას (საშუალოდ) მდიდარი და სრული ოჯახებიდან გამოსული, კარგი განათლების ჰეტეროსექსუალი მამაკაცები და მათთან შეთქმული ჰეტეროსექსუალი ქალები აღწევენ, რომლებიც კეთილდღეობაზე იყიდებიან და მზად არიან, გაუჩინონ ამ „ალფა მამრებს“ წარმატებული ბავშვები და მათთან ერთად აღზარდონ ისინი.        

იმ ვითარებაში, როცა წარმატება ამ სრულფასოვანთა მაფიის ხელშია, იჩაგრება უკვე გამოგონილი თუ ჯერ კიდევ ნაჭუჭში მყოფი უმცირესობების უსაზღვრო რაოდენობა. კეთილდღეობის მიღმა სტატისტიკურად რეგულარულად რჩებიან ისინი: ვისაც არ გაუმართლა და არ დაიბადა მდიდარ ჰეტეროსექსუალურ ოჯახში; ვისაც დამოკიდებულებები აქვს (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული), ვინც მოდური ბიპოლარულობის „მფლობელია“ და ამ მიზეზით ზოგჯერ ვერ აძალებს თავს იმუშაოს; ვისაც მიაჩნია, რომ ის გოგოა ბიჭის სხეულში ან პირიქით; ვისაც კარგად სწავლა არ შეუძლია ფსიქოლოგიური ტრავმების გამო; ვისაც საკუთარი თავისებურებების გამო არ შეუძლია სოციალური კავშირების დამყარება და შინ ზის უსაქმურად... და ა.შ.

ყველა, ყველა მათგანი უთანასწორობის მსხვერპლია — ძველი, ფესვგადგმული და უსამართლო უთანასწორობისა.

რაც აქ მართლაც მნიშვნელოვანია: სამართლიანობა, რომელიც აქვთ მხედველობაში ახალი თანასწორობის ევანგელისტებსა და კომისრებს, არ არის პრიმიტიული, ბრუტალურ–საბჭოთა სტილში „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“. თავად მუშაობის უნარი, მით უმეტეს, კარგად და ბევრი მუშაობისა, ახალი თანასწორობის იდეოლოგიაში ერთგვარ „პრივილეგიად“ მიიჩნევა, უპირატესობად, რომელიც ადამიანმა ბავშვობაშივე ან დაბადებითაც კი მიიღო.

პროტესტები პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ პარიზში - Sputnik საქართველო
პარიზში პოლიციელების ძალადობის საწინააღმდეგო აქცია არეულობაში გადაიზარდა

აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს ახალი თანასწორობის იდეოლოგთა მოთხოვნა – სოციალურ ცხოვრებაში მუდმივად შედიოდეს უსაზღვრო რაოდენობის კორექტივები — დაზარალებულებისთვის არასაკმარისი წარმატების საკომპენსაციოდ. ბუნებრივია, ეს კორექტივები უნდა შედიოდეს „პრივილეგირებულების“ ხარჯზე, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ნორმალური, არაფერგამორჩეულით ტრავმირებული ადამიანების ხარჯზე.

ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ვითარებაში, როდესაც ვიღაცის სამსახურში მიღება დაგჭირდებათ, ხოლო უბრალოდ კარგი თანამშრომლების კვოტა შევსებული იქნება, თქვენ ვალდებული ხართ დაიქირავოთ არა საუკეთესო, არამედ ის, ვინც მეტადაა დატანჯული უსამართლობით — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ობიექტურად ცუდად მუშაობს.

ეს იდეოლოგია შესაძლოა სრულიად შეშლილად მოგეჩვენოთ — იმ გაგებით, რომ ის კატეგორიულად უარყოფს არა მარტო მთელ საკაცობრიო ისტორიას, არამედ უბრალოდ ბიოლოგიურ რეალობასაც კი, როცა ყველა სახეობაში რუტინული წესით ხდება წარმატებული ინდივიდების ბუნებრივი გადარჩევა წარუმატებლების საზიანოდ.

მაგრამ ფოკუსი ისაა, რომ ეს შეშლილობად მიიჩნევა მხოლოდ რაღაც უმაღლესი ჯანსაღი აზრის სიმაღლიდან, ხოლო პოლიტიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით ეს მშვენიერი ინოვაციაა, რომელიც ახალი თანასწორობის ევანგელისტებსა და კომისრებს უფლებას აძლევს, დაეყრდნონ ყველას, ვინც უსიამოვნო გრძნობებს განიცდის თავისი დაბალი სოციალური სტატუსის გამო, და მათი მხარდაჭერის ხარჯზე ასწიონ საკუთარ სტატუსი თვალუწვდენელ სიმაღლეებამდე.

ხოლო ვინაიდან სამართლიანობისა და თანასწორობის უკანასკნელ კამერტონად ამ კომისრებმა იმთავითვე საკუთარი თავები დანიშნეს, თავადვე მიისაკუთრეს უფლება გადაწყვიტონ — რა არის სოციალური უსამართლობა და რა — არა.

ამიტომ კონკრეტულ გაზეთ The Guardian-ს აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე არაფრით მეტი არ ემუქრება, რომელიც სამხრეთელი მონათმფლობელების პარტია იყო თავიდან.

აი, იმათ კი, ვისაც „სამართლიანობის საკონტროლო პაკეტის მფლობელები“ თანასწორობის მტრებად დანიშნავენ, დაძაბვა მოუწევთ.

ყველა ახალი ამბავი
0