მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ პოლიციის რეფორმას იწყებს: ცნობილია აკრძალვები და შეზღუდვები

© photo: Sputnik / Mikhail Turgiev / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია აშშ-ში
პოლიცია აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსჯელობს საკითხზე, რომელიც პოლიციის ნაკლებად დამაზიანებელი იარაღით აღჭურვას ეხება.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სასამართლო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პოლიციის რეფორმირების შესახებ, ნათქვამია კომიტეტის პრეს-რელიზში. 

პროტესტი აშშ-ში - Sputnik საქართველო
ამერიკელი პოლიციელები მასობრივად ტოვებენ სამსახურს: საკუთარი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია

ცნობილი ხდება, რომ კანონპროექტი სამართალდამცველებს უკრძალავს მგუდავი ილეთების გამოყენებას და პოლიციის ოფიცრებს უზღუდავს იმუნიტეტს სასამართლო დევნისას. ამასთანავე დოკუმენტი ითვალისწინებს პოლიციელების  არასამართლებრივი ქმედებების შესახებ მონაცემთა ეროვნული ბაზის შექმნას.

აღინიშნება, რომ მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიზანიც პოლიციის ოფიცრებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესებაა. ბრძანებულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, პოლიციელებმა არ უნდა მიმართონ მგუდავ ილეთებს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მსჯელობს პოლიციის ნაკლებად დამაზიანებელი იარაღით აღჭურვის საკითხზე.

© video: Ruptly / @KevinxSanchez / Atlanta Police Department / Georgia Bureau of Investigationატლანტაში პროტესტის ახალი ტალღა აგორდა: პოლიციელებს აფროამერიკელი დაკავებისას შემოაკვდათ
აშშ პოლიციის რეფორმას იწყებს: ცნობილია აკრძალვები და შეზღუდვები - Sputnik საქართველო
ატლანტაში პროტესტის ახალი ტალღა აგორდა: პოლიციელებს აფროამერიკელი დაკავებისას შემოაკვდათ

აშშ-ში პოლიციის რეფორმირების პრობლემა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც მინეაპოლისის პოლიციას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა უხეში დაკავებისას, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი არეულობები მოჰყვა.

ყველა ახალი ამბავი
0