მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პარიზში პოლიციელების ძალადობის საწინააღმდეგო აქცია არეულობაში გადაიზარდა

© photo: Sputnik / Dominik Buten / გადასვლა მედიაბანკშიპროტესტები პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ პარიზში
პროტესტები პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქციებზე ფლოიდის გარდა იხსენებენ 24 წლის ადამუ ტრაორეს, რომელიც 2016 წლის ზაფხულში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებთან შეტაკების შემდეგ გადაჰყავდათ. ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ ის პოლიციელებმა მოკლეს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მუქ სამოსში გამოწყობილმა შენიღბულმა მომიტინგეებმა, რომლებიც პოლიციის ძალადობას და რასიზმს აპროტესტებენ, არასანქციონირებული აქციის დროს არეულობები მოაწყვეს - ის პარიზში რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს, იუწყება РИА Новости.

საპროტესტო აქცია ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყო. მედიის მონაცემებით, მასში მონაწილეობას დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღებს. იგეგმებოდა, რომ მომიტინგეები მსვლელობით გაივლიან გარნიეს ოპერის მიმართულებით, მაგრამ პოლიციის კორდონმა პროცესია არ გაატარა.

დაახლოებით საათნახევარში შავებში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცებმა პოლიციელებს დაუშინეს ბოთლები, ქილები საღებავებით და სხვა ნაგავი. მომიტინგეები ყვიროდნენ: გაგვატარეთ, გზა მოგვეცით!“

შედეგად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეები ცოტა ხნით მოშორდნენ კორდონს, მაგრამ როდესაც გაზი გაიფანტა, ისევ დაბრუნდნენ. ზოგიერთი მათგანი ცდილობდა მობილური ოპერატორ Orange-ის მაღაზიის ვიტრინის ჩამსხვრევას.

მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში პოლიციას დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა, აშშ-ში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში საპროტესტო ტალღამ იფეთქა.

კერძოდ, საპროტესტო აქციები საფრანგეთშიც გაიმართა. 2 ივნისს პარიზის ქუჩებში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გავიდა. ბევრი აქცია არეულობებში და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციებზე ფლოიდის გარდა იხსენებენ 24 წლის ადამუ ტრაორეს, რომელიც 2016 წლის ზაფხულში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებთან შეტაკების შემდეგ გადაჰყავდათ.

ტრაორეს ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ ის პოლიციელებმა მოკლეს. ახლა აქციების ტალღა გამოწვეულია ასევე მისი გარდაცვალების მიზეზების სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით, ასევე იმით, რომ მისი განმეორებითი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი ითქვა.

ყველა ახალი ამბავი
0