პოლიციელებმა მამაკაცი მას შემდეგ დაჭრეს, რაც მან ერთ-ერთ ოფიცერს ელექტროშოკერი გამოსტაცა და გაქცევა სცადა. მოგვიანებით ბრუკსი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრში შოსე გადაკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს Wendy’s რესტორანს, სადაც ინციდენტი მოხდა.
აშშ-ში პროტესტი არ ცხრება უკვე რამდენიმე კვირაა. პირველი ტალღის პროვოცირება მინეაპოლისში პოლიციელების მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. მაშინ დემონსტრაციები აშშ-ის და მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში გაიმართა. ზოგან საპროტესტო აქციები არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.