ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ყველა პლუსშია: რატომაა რუსულ-თურქული კომპრომისი სირიის საკითხზე ყველასთვის ხელსაყრელი

© photo : Syrian Presidency Facebook pageსირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იდლიბის პროვინციის ფრონტზე
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იდლიბის პროვინციის ფრონტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქულმა ოპერაციამ ქურთებს სტიმული მისცა, მიეღოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სირიაში რეინტეგრაციის შესახებ, მიაჩნია რუსეთის ფინანსური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დეპარტამენტის დოცენტ გევორგ მირზაიანს.

გევორქ მირზაიანი

სამშაბათს, თბილისის დროით 19 საათზე იწურება ვადა, რომელიც ქურთულ ძალებს სირია-თურქეთის სასაზღვრო ზონიდან 30 კილომეტრით გადასაწევად მისცეს რუსეთ-თურქეთის მემორანდუმის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-თურქეთის გარიგება სირიელი ქურთების ბედის თაობაზე, რომელსაც ხელი პუტინმა და ერდოღანმა მოაწერეს, უნიკალურია. ის, ამა თუ იმ ხარისხით შეესაბამება ყველა ძირიტადი მოთამაშის ინტერესებს: რუსეთის, თურქეთის, სირიის, აშშ-ისა და თავად ქურთებისა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთამაშისთვის ახალ რისკებს წარმოშობს.  

სირია - Sputnik საქართველო
რა საფრთხეს უქმნის საქართველოს სირიაში მიმდინარე მოვლენები

ამ დროისათვის მემორანდუმი წარმატებით ხორციელდება. ქურთული შეიარაღებული ძალები განაგრძობენ  თავიანთი ქვედანაყოფების გადაწევას საზღვრიდან „შეთანხმების პირობების შესაბამისად, სისხლისღვრის თავიდან აცილებისა და რეგიონის მოსახლეობის თურქული შეტევებისგან დასაცავად. ქურთებს იქ სირიელი მესაზღვრეები და რუსეთის სამხედრო პოლიცია ანაცვლებს.

ახლა მოსკოვი და ანკარა ერთობლივი პატრულირებისა და სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ თანაარსებობის შესახებ დეტალებს შეათანხმებენ. კონსულტაციები 29 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება ქურთულ ტერიტორიებს, მათ სირიის სახელმწიფოს შემადგენლობაში რეინტეგრაციის ხანგრძლივი და მტკივნეული, მაგრამ შეუქცევადი პროცესი ელით.

სამეზობლო საქმეები

ისე ჩანს, თითქოს სირიის მთავრობა გარიგების მთავარი ბენეფიციარია. დიახ, ფორმალურად ის გარიგებაში მონაწილეობდა, თუმცა, ყველა პრაქტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით (კერძოდ, იმის, რომ ანკარა მორალურად არ არის მზად, დაელაპარაკოს სირიას პირდაპირ), ასეთი მონაწილეობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. 

ამავდროულად, ამ გარიგების წყალობით, სირია იწყებს ქურთების მშვიდობიანი გზით რეინტეგრაციას — მათთან (და ესე იგი, მათ უკან მდგომ ამერიკელებთან) დიდი ომის გარეშე. საუბარია არა მარტო ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე, არამედ იმ მიწებზეც, რომლებზეც სირიის ნავთობსაბადოების უდიდესი ნაწილი მდებარეობს. ხოლო „ნავთობფულები“ აუცილებელია ქვეყნის აღსადგენად.

თურქი ჯარისკაცები ამერიკული ტანკებით - Sputnik საქართველო
სუს-ის უფროსი: მოვლენები სირიაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს

მეორე მხრივ, ეს რეინტეგრაცია სირიის ხელისუფლებისთვის გამოწვევაც არის. ის მაქსიმალურად აკურატულად უნდა ჩატარდეს, ყველა მხარის ინტერესთა ბალანსის დაცვით.

სირიის ხელისუფლების მიერ ქურთებისთვის ნათქვამი უარი ნებისმიერი ვარიანტის თვითმმართველობაზე (როგორც ეს ომამდე იყო), ამ დორისათვის ზედმეტ დაძაბულობას გამოიწვევს და შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ უკმაყოფილო ქურთები სხვა ქვეყნებმა ანტისირიული ამოცანების რეალიზაციისთვის დაიქირავონ.

ამავდროულად, დამასკის მხრივ ქურთებისთვის გადაჭარბებული დათმობები არა მარტო სირიელი ძალოვანების უკმაყოფილებას გამოიწვევს, არამედ თურქებისა და ირანის მთავრობისაც, რომელიც უკიდურესად ეწინააღმდეგება სირიის ქურთისტანისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას.

რაც შეეხება ერდოღანს, მასაც აქვს კმაყოფილების საფუძველი. დიახ, სირიის კამპანიაში თურქეთის  ყველა მიზანი არ შესრულდა — ანკარამ ვერ შეძლო, კონტროლქვეშ მოექცია საკმარისი ტერიტორია სირიაში, სადაც სამ მილიონ ლტოლვილ სირიელს გადაასახლებდა.  ვერც სირიის ნაციონალური არმიიდან საკმარისი რაოდენობის „ბაშიბუზუკების“, ანუ პროთურქი ბოევიკების გამოცხრილვა შეძლო, რომლებიც უკვე ტვირთად ექცა ერდოღანს. ზოგი მონაცემებით, ამ „არმიიდან“ სამხედრო ოპერაციისას  ასზე ცოტა მეტი ტერორისტი დაიღუპა და ოთხასზე მეტი დაიჭრა, რომლებიც, დიდი ალბათობით, თურქული ფულებით გაივლიან მკურნალობის კურსს.

თუმცა, თურქულმა ჯარებმა მოახერხეს, ქურთებისგან გაეთავისუფლებინათ თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ ზოლი, თანაც, მასშტაბური ოპერაციის გაგრძელების გარეშე (რაც თურქ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლსაც გამოიწვევდა და ამასთან, მსოფლიო მედიაში სკანდალურ რეპორტაჟებსაც დაუდებდა საფუძველს ერდოღანის არმიისა და მისი დამხმარე სირიული ნაწილების ქურთების მიმართ ჩადენილი მხეცობის თაობაზე). ამის ნაცვლად ახლა თურქეთი ყველანაირად წარმოაჩენს წესრიგის დამყარების პროცესს კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე. ასე მაგალითად, თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარას თქმით, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მიმდინარეობისას ქურთებმა ციხეებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ 750 წევრი გამოუშვეს, რომელთა მესამედი თურქულმა არმიამ უკვე დაიჭირა. 

მეჰმეთ სამსარი - თურქეთის ელჩი მოსკოვში - Sputnik საქართველო
თურქეთის ელჩი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს

მეორე მხრივ, თურქებმა, ისევე როგორც სირიელებმა, ზომიერება უნდა გამოიჩინონ და გაიგონ, რომ სხვის მიწაზე იმყოფებიან, რომ თურქული არმიის აღმოსავლეთ სირიაში ექსპანსიის საზღვრები უკვე მიღწეულია. ჯერჯერობით გაუგებარია, არსებობს თუ არა ამის გაგება ანკარაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მე ვლუთ ჩავუშოღლუცა და თავად რეჯეფ თაიიფ ერდოღანიც მანამდე აღნიშნავდნენ, რომ იმ ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც დედლაინის დროს 30 კილომეტრიანი ზონის შიგნით აღმოჩნდებიან, გაანადგურებენ. საქმე ახლა ისაა, მართლა დაიწყებს თუ არა თურქეთის პრეზიდენტი მათ განადგურებას, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სოჭში მიღწეულ კომპრომისს.

დაბოლოს, თურქი ჯარისკაცები უკვე დგანან სირიის შეიარაღებული ძალების პირისპირ, ხოლო ზოგი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სირიელ და თურქ სამხედროებს შორის დაწყებული შეტაკებების შესახებ, შფოთვას იწვევს.

დიდი თამაშები პატარა ხალხთან

რუსეთს ახლა სამართლიანად მიიჩნევენ გარიგების ლამის ყველაზე მთავარ ბენეფიციარად; მხარედ, რომელმაც ეფექტურად გადაჭრა ქურთული კვანძი და გარანტიასაც იძლევა, რომ ეს კვანძი ისევ არ აიხლართება. მაგრამ თუ მოსკოვი ანკარას უგუნური ნაბიჯებისგან ვერ შეაკავებს, ის რეპუტაციის გარდა სხვა რამესაც დაკარგავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ რუსული სამხედრო პოლიციაა განლაგებული საზღვარზე და თავისი იქ ყოფნით იძლევა მშვიდობისა და წესრიგის გარანტიას მინდობილ ტერიტორიაზე. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი: ალ-ბაღდადის განადგურების ვიდეო შესაძლოა გამოვაქვეყნოთ

დაბოლოს, სწორედ რუსეთმა მისცა გარანტია ქურთებს, რომ დაიცავდა მათ უფლებებსა და თავისუფლებებს ის ფრთის ქვეშ დაბრუნების შემდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრემლს მოუწევს იმასაც დააკვირდეს, დაძლევს თუ არა სირიის ხელმძღვანელობა ცთუნებას, დაარღვიოს ეს უფლებები.

რაც შეეხება ამერიკელებს, ტრამპის მოწინააღმდეგეები აქტიურად იყენებენ შექმნილ ვითარებას აშშ-ის პრეზიდენტზე საინფორმაციო შეტევისთვის. ინგლისურენოვან პრესაში ქურთოფილიის ტალღაა აგორებული. წამყვანი გამოცემები წერენ, თუ ვინ არიან ქურთები, თუ როგორ გმირულად იბრძოდნენ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და თუ როგორ მიუგდო ისინი ტრამპმა თურქებს, რუსებსა და სირიელებს გასასწორებლად.

სინამდვილეში კი ამერიკის პრეზიდენტი შორსმჭვრეტელია. მან ქურთებთან დაკავშირებული ისტორია ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკული ჯარების გამოსაყვანად გამოიყენა; ჯარებისა, რომლებიც უკვე დიდი ხანია, რაც მძევლებად იქცნენ — ნებისმიერი შეტევა მესამე ძალის“ მხრივ აიძულებდა ტრამპს, სერიოზულად განეხილა სირიაში ჯარების შეყვანის საკითხი. ანუ, უზრუნველეყო აშშ-ში ასობით ამერიკული კუბოს ჩასვენება და ეჭვქვეშ დაეყენებინა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. 

თურქეთის პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ – თურქეთმა სირიაში ომი დაიწყო

თუ ქურთებზე ვილაპარაკებთ, ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ მათ ყველა მხრივ წააგეს. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომის გმირმა ქურთებმა დაკარგეს ყველაფერი, რაც მოპოვებული ჰქონდათ — ტერიტორიები, განსაკუთრებული უფლებები, დე-ფაქტო დამოუკიდებლობა, ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური საფარი. ბოლოს და ბოლოს, მათ დაკარგეს შვილები — ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მიმდინარეობისას მხოლოდ ქურთული ლაშქრიდან რამდენიმე ასეული მებრძოლი დაიღუპა, ხოლო ასობით ათასი კაცი ლტოლვილად იქცა.

თუმცა, როგორ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს, თურქული ოპერაცია იქცა იმის სტიმულად, რომ ქურთებს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიეღოთ სირიაში რეინტეგრაციის შესახებ. ეს გადაწყვეტილება არა მარტო სწორია, არამედ გადამრჩენელიც. სირიელ ქურთებს, ისევე როგორც მათ ერაყელ თანამოძმეებს, არ ჰქონდათ საკმარისი რესურსები (ეკონომიკური, დემოგრაფიული, დიპლომატიური, სამხედრო) იმისათვის, რომ დაეპყროთ და დაეცვათ საკუთარი დამოუკიდებლობა „მძიმე“ მეზობლებს შორის. საბოლოოდ, სირიის ქურთისტანი, დიდი ალბათობით, განადგურებული იქნებოდა სირიისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას, თანაც ბევრად მეტი მსხვერპლით. ახლა სირიელი ქურთებისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება ამ  მტკივნეული, თუმცა ობიექტური რეალობის აღიარება.

 

ყველა ახალი ამბავი
0