რა საფრთხეს უქმნის საქართველოს სირიაში მიმდინარე მოვლენები

© REUTERS / Omar Sanadikiსირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრე ხროლენკო ეცადა თუ სირიაში მიმდინარე მოვლენები თუ რამდენად არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი

ალექსანდრ ხროლენკო, სამხედრო მიმომხილველი

მცდელობა, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული საფრთხის ზრდა  „დაუკავშირონ“ სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს, არაკონსტრუქციულად და ალოგიკურად გამოიყურება. მით უფრო იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელსაც სპეცსამსახურები თავიანთი არხებით მოიპოვებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეეთერით განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში განვითარებული მოვლენები განიხილება, როგორც „პოტენციური საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის“. სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, რეგიონში დიდმა არეულობამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ლილუაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ არსებობს საქართველოში ისლამური ბოევიკების ჩამოსვლის (დაბრუნების) დიდი ალბათობა ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანების მიზნით ახალგაზრდების გადასაბირებლად. 

თურქი ჯარისკაცები ამერიკული ტანკებით - Sputnik საქართველო
სუს-ის უფროსი: მოვლენები სირიაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს

ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები სირიაში ხუთ წელზე მეტია, გრძელდება. ეს პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად რომ აისახებოდეს, ლარი მხოლოდ 10 პროცენტით არ გაუფასურდებოდა. რაც შეეხება ანტითურქულ სანქციებს,  აშშ-მა ისინი ხანმოკლე ვადით დააწესა, კერძოდ - თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ, რომელთა კავშირი საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან თვალსაჩინო არ არის.

ტერორისტული დაჯგუფებების დამფუძნებლებს  ახალგაზრდების გადასაბირებლად  თბილისის ქუჩებში მათზე ნადირობა  არაფერში სჭირდებათ, ისინი შორიდან მოქმედებენ - სოციალური ქსელების, ფორუმებისა და სხვა ინტერნეტმოედნების მეშვეობით. რასაკვირველია, სუს-ის ხელმძღვანელისთვის ეს ყველაფერი შესანიშნავადაა ცნობილი.

წინააღმდეგობრივი განცხადებები

ერთი კვირის წინ გრიგოლ ლილუაშვილი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატი, პასუხობდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების კითხვებს, როდესაც განაცხადა: „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ბატალიონები სირიაში (ისლამური სახელმწიფოს მხარეს ბრძოლებში, რედ.) მონაწილეობენ, დეზინფორმაციაა. იქ არიან ცალკეული მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობა დაიღუპა, დაახლოებით 18 კაცი კი სპეციალურ ბანაკებში იმყოფება. საქართველოში დაბრუნებული კონტინგენტიდან სამი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული“. 

თურქეთის პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ – თურქეთმა სირიაში ომი დაიწყო

როგორც ოდესაში აცხადებენ, ეს ორი განსხვავებული რამაა. ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს ყველაფერი კარგად იყო. უფრო ადრე სუს-ში აცხადებდნენ, რომ 2018 წელს ისლამური სახელმწიფოს გავლენა და მის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, ერაყსა და სირიაში კი არცერთი საქართველოს მოქალაქე არ წასულა. იბადება კითხვა, რა დაემართა ლილუაშვილის ოპტიმიზმს?

თბილისში 2017 წლის შემოდგომაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც სხვა მეზობელი ქვეყნები, არც საქართველოა დაზღვეული ტერორისტული საფრთხისგან. და მაინც, ის არ შედის მაღალი ტერორისტული საფრთხის 50 ქვეყნის სიაში. The Global Terrorism Index-ის 2018 წლის რეიტინგში საქართველო 138-დან 89-ე ადგილზეა.

მკაცრი რეალობა

ტერორისტული დაჯგუფებების რიგებში სირიის მიწაზე, სხვადასხვა მონაცემით, 20-დან 30-მდე ქართული პასპორტის მქონე ბოევიკი მოქმედებს - რაოდენობა კრიტიკული არ არის. აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი ფსევდოხალიფატში გაცილებით ფართოდ არიან წარმოდგენილი.

ორიოდე წლის წინათ ისლამური სახელმწიფოს რიგებში ირიცხებოდა დსთ-ის ქვეყნების 5 ათასამდე მოქალაქე, მაგრამ მას შემდეგ რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სირიაში მნიშვნელოვნად შეასწორეს სტატისტიკა.

ცნობილია, რომ 2012 წლიდან ახლო აღმოსავლეთში დაიღუპა პანკისის ხეობის 33 მკვიდრი, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდნენ. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, ქვეყნის რომელ რეგიონშია უფრო ხელსაყრელი პირობები მომავალი ტერორისტების გამოსაზრდელად - ისეთების, როგორებიც იყვნენ ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევი, მურად მარგოშვილი, გიორგი კუშტანაშვილი, თარხან ბათირაშვილი (აბუ-უმარ აშ-შიშანი).

საქართველოში ინდივიდუალური ტერორიზმის წინაპირობები არსებობს, რაც თითქმის არ ექვემდებარება ანალიზსა და პროგნოზს. ტერორისტული ორგანიზაციები კი მუდმივად მუშაობენ ახალგაზრდების დისტანციურად გადაბირების ახალ მეთოდებზე (სოციალური ქსელებით, დაშიფრული მობილური აპლიკაციებით და მესინჯერებით). სწორედ ეს არის სუს-ის საქმიანობისთვის საკადრისი მოედანი - ვირტუალურ სივრცეში და ქვეყნის ტერიტორიაზე. და ეს ერთადერთი რეალური საფრთხე არ არის.

საქართველოს ცალკე და პირდაპირ საფრთხეს უქადის პენტაგონის ბიოლოგიური ექსპერიმენტები, რომლებზეც ადრე გერმანელი და ფრანგი მიკრობიოლოგები უთითებდნენ. 2017-2019 წლებში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის დაფინანსებამ ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია. პენტაგონის ლაბორატორიები - არასაქველმოქმედო ორგანიზაციებია. რისთვის ხარჯავენ ამერიკელები უზარმაზარ თანხას მიკრობიოლოგიურ კვლევებზე შორეულ და ეპიდემიოლოგიურად მშვიდ ტერიტორიაზე? აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, ამერიკელ „მკვლევარებს“ საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად დაუსჯელად შეუძლიათ ბაქტერიოლოგიური ომისთვის მზადება. ეს საქმიანობა გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ისლამური სახელმწიფოს პროექტები - არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

* ტერორისტული ორგანიზაცია აკრძალულია რუსეთში, აშშ–ში და რიგ სხვა ქვეყნებში

ავტორის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

 

ყველა ახალი ამბავი
0