12:26 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე" (28)
56 0 0

მსჯავრდებული დეკანოზის ძმა აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და სასულიერო პირის პატივი და ღირსება შელახა

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. პატრიარქის რეფერენტის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის სარჩელს ამზადებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

დეკანოზმა მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა >>

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა მიუხედავად წმინდა სინოდის შუამდგომლობისა. უარის მიზეზად ზურაბიშვილმა დაასახელა მამალაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეუსაბამობა შეწყალების ახალი კრიტერიუმებისადმი და „საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნების“ სურვილი. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ „პატრიარქის ავტორიტეტის და სიცოცხლის ხელყოფა საქართველოს ხელყოფას ნიშნავს“. უნდა ითქვას, რომ დეკანოზს ბრალად პატრიარქის რეფერენტის მკვლელობის მცდელობა ედება.

„პრეზიდენტმა დაარღვია ჩემი ძმის მიმართ, ვფიქრობ, მიზანმიმართულად, უდანაშაულობის პრეზუმფცია. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით, პატრიარქის მკვლელობაში. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და პატივისა და ღირსების შელახვის გამო“, - განაცხადა მამალაძემ.

დეკანოზის ადვოკატები ამზადებენ მეორე სარჩელსაც - სასჯელის გადავადებაზე. როგორც თორნიკე მამალაძე ირწმუნება, სარჩელის დაკმაყოფილების შანსი დაბალია, მაგრამ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ოჯახი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არაფერი დაემუქროს.

„მოვამზადებთ სარჩელს, რომ გადავადდეს სასჯელი და შესაბამის დაწესებულებაში მოხდეს ჩემი ძმის მკურნალობა, სადაც ადეკვატური ექიმები არიან“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში - კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

თემები:
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე" (28)

მთავარი თემები