ადვოკატები შოკირებული არიან: მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მამალაძის დაცვის მხარემ საქმის მოსამართლე არაობიექტურობაში დაადანაშაულა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა, ადვოკატებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

თანამედროვე საქართველოს რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის გამოძიება დაახლოებით შვიდი თვე მიმდინარეობდა. მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

Молоток судьи - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: დეკანოზ მამალაძეს პატიმრობა შეეფარდა

„ყველანაირი ზედმეტი ემოციის გარეშე პირდაპირ შემიძლია ვთქვა: დღეს ბესიკ ბუგიანიშვილმა  ანგარების მიზნით „გააუპატიურა“ ქართული მართლმსაჯულება. სხვა ვერაფერს ვიტყვი“, — განაცხადა მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

თავიდან მამალაძის წინააღმდეგ  საქმე  აღიძრა სსკ-ის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რომელიც უვადო პატიმრობას ან 16-დან 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემდეგ მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა  და მამალაძე შურისძიების მიზნით „განზრახ მკვლელობის მომზადებაში“ დამნაშავედ ცნო, რაც  7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო გადაწყვეტილებით აღშფოთებულია მამალაძის მეორე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

„ეს კატასტროფაა, ადამიანებო და იგი აბსოლუტურად ყველა ზღვარს სცილდება“, — განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მამალაძეს ბრალი ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში.

„სასამართლომ გიორგი მამალაძე ბრალდების ორივე ნაწილში დამნაშავედ ცნო — მინდა ამას ხაზი გავუსვა — როგორც განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში, ისე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ნაწილში.  მხოლოდ მოტივის ნაწილში მოსამართლემ (საქმე — რედ.) გადააკვალიფიცირა და ის შურისძიების მიზნით მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულა“, — განაცხადა საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

სახელმწიფო ბრალმდებლისთვის ჯერჯერობით უცნობია, პროკურატურა სასამართლო გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს თუ არა. მისი სიტყვებით, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც პროკურატურას მოტივის ნაწილში დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ ჩაგვბარდება სამოტივაციო ნაწილი, გავეცნობით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში რასაც ვამტკიცებდით ბრალდების მხარე, რომ მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა, ეს დადასტურდა. ის დამნაშავედ ცნო 18 108-ე მუხლით და დადასტურდა, რომ ის ამზადებდა ადამიანის მკვლელობას", — აღნიშნა წიკლაურმა.
მანამდე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების პროცესში სამღვდელო ხარისხი და წმინდა ზიარება დროებით შეუჩერდა.

ყველა ახალი ამბავი
0