ციანიდის საქმე: დეკანოზ მამალაძეს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიМолоток судьи
Молоток судьи - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც გამოძიების პროცესში სამღვდელო ხარისხი და წმინდა ზიარება დროებით შეუჩერდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეში დამნაშავედ ცნო   და ცხრა წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0