საქართველოს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია გრძელდება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობს აქცია და რომელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები მონაწილეობენ მიტინგში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის დაგეგმვაშია ბრალდებული, გასულ კვირაში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ნათქვამია სპეციალური პენიტენციალური სამსახურის განცხადებაში.
ექიმებმა მამალაძეს დაუსვეს დიაგნოზი: ჰიპერტენზიული კრიზი, რომელიც არტერიული წნევის აწევამ გამოიწვია, ასევე ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ანუ თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევა.
ამ დროისათვის საპატრიარქოსთან დეკანოზის მხარდამჭერი აქცია გრძელდება, რომელიც მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ წამოიწყო. საქმეს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა.