აჭარის პოლიციამ რუსი პილოტის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

გამოწერა
თურქეთის მოქალაქეს სამშობლოში დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა, თავდასხმა და შანტაჟი ედება ბრალად

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თურქეთის მოქალაქე სერქან კურტულუში, რომელსაც სამშობლოში მრავალ დანაშულში, მათ შორის, 2015 წელს სირიაში რუსი პილოტის, ოლეგ პეშკოვის მკვლელობაში ედება ბრალი, ინტერპოლის წითელი ცირკულარის ფარგლებში, ბათუმში დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 შსს-ზე დაყრდნობით.

დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
ბათუმის კლუბებში გამოძალვის ფაქტზე თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

2015 წლის 24 ნოემბერს ოლეგ პეშკოვი სირიის ტერიტორიაზე დაიღუპა, როცა ის მონაწილეობდა რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული Су-24 ჩამოაგდეს. პეშკოვმა კატაპულტირება მოახერხა, მაგრამ იგი ბოევიკებმა ჩაცხრილეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კურტულუშს თურქეთში სსკ-ის რამდენიმე მუხლით ედება ბრალი, მათ შორის, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნაში, თავდასხმასა და შანტაჟში. ამასთან, ინტერპოლის ცირკულარში რუსი პილოტის მკვლელობის ბრალდება არ მოიპოვება.

თურქული გაზეთი Hurriyet-ი იუწყება, რომ იზმირის მთავარი პროკურორის სიტყვებით, კურტულუში მთავარ როლს ასრულებდა მაფიაში, რომელიც თურქულ პროვინცია იზმირსა და სხვა რეგიონებში მოქმედებდა. ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციამ 49 ადამიანის დაკავება შეძლო, თუმცა კურტულუშმა სამართალდამცველებისგან თავის დაღწევა და ქვეყნის დატოვება მოახერხა.

ამ დროისთვის დაკავებული ქუთაისის ციხეში იმყოფება. ანკარამ მისი ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა უკვე გამოაგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0