ბათუმის კლუბებში გამოძალვის ფაქტზე თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებით
დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები ბათუმის ერთ-ერთ კლუბში თურქეთის მოქალაქეებს არარსებული მენიუსთვის 2 700 ლარის გადახდას აიძულებდნენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბათუმის დისკო კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეულ მომსახურეობასთან და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებზე სამართალდამცველებმა ხუთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 18 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. შედეგად  სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.ი. და 1985 წელს დაბადებული თურქეთის  მოქალაქე მ.ა. დააკავეს. 

სამორინე - Sputnik საქართველო
სარფში მოსახლეობა კაზინოს მშენებლობის წინააღმდეგია

დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თურქეთის  მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული ჰ.მ., 1986 წელს დაბადებული ჯ.თ. და უზბეკეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ა.შ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ზესტაფონში გამომძალველები დააკავეს - ვიდეოკადრები

გამოძიების ინფორმაციით,  ჰ.მ., ჯ.თ. და ა.შ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კლუბში თურქეთის მოქალაქეებს არარსებული მენიუსთვის 2 700 ლარის გადახდას აიძულებდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0