21:19 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
133 0 0

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს გატაცებული თანხის ნაწილი, დანა, სამედიცინო ხელთათმანები და პირბადე.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალაქ გორში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, ქალაქ გორში სლოტ-კლუბი დააყაჩაღა, 1650 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი — შავი ფერის 2 სანთებელა-პისტოლეტი, გატაცებული თანხის ნაწილი, დანა, სამედიცინო ხელთათმანები და პირბადე.

ამ დროისთვის ბრალდებულის თანამზრახველის სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სსსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და 8-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შოთა ნოზაძე

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
თეგი:
ქურდობა, თაღლითობა, შს სამინისტრო

მთავარი თემები