თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალაქ გორში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, ქალაქ გორში სლოტ-კლუბი დააყაჩაღა, 1650 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი — შავი ფერის 2 სანთებელა-პისტოლეტი, გატაცებული თანხის ნაწილი, დანა, სამედიცინო ხელთათმანები და პირბადე.
ამ დროისთვის ბრალდებულის თანამზრახველის სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სსსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და 8-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შოთა ნოზაძე