ზუგდიდში მაღაზიიდან PayBox-ი გაიტაცეს

© photo: Sputnik / Jemal Ghambashidzeგაქურდული მაღაზია ზუგდიდში
გაქურდული მაღაზია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღაზიიდან წაღებული სწრაფი გადახდის აპარატი დილით ერთ-ერთი სახლის უკანა ეზოში აღმოაჩინეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში გასულ ღამეს ქირიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაქურდეს, იტყობინება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

შემთხვევა გვიან ღამით ქირიას ქუჩაზე, სამაიას ბაღთან მოხდა. მაღაზიიდან წაღებულია სასურსათო პროდუქტი და „თიბისი ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატი. მაღაზიის მეპატრონის თქმით, აპარატი მან ამ დილით მაღაზიის მოპირდაპირე სახლის ეზოში დაინახა.

დაკავება - Sputnik საქართველო
თურქეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სააგენტოს კორესპონდენტს ინფორმაცია მაღაზიის გაქურდვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე — „ქურდობის" მუხლით აღძრა, რაც 1-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0