თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თურქეთში, იალოვას რეგიონში, სამართალდამცველებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს, თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ეჭვმიტანილები მანქანით გადაადგილდებოდნენ, რომლის გაჩერებაც პოლიციამ სცადა, თუმცა, მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა.
საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ავტომობილი მცირეხნიანი დევნის შემდეგ გააჩერეს. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და კომპიუტერები ამოიღო.