სალომე ზურაბიშვილი ჟაკ შირაკს გამოეთხოვა – დაკრძალვას ათობით ლიდერი ესწრებოდა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის სენ-სულპისის ეკლესიაში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის ოფიციალურ სამგლოვიარო ცერემონიას და დაკრძალვას დაესწრო.

გარდაიცვალა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაკი >>

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ხუთშაბათს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დაკრძალეს მონპარნასის სასაფლაოზე, თავისი უფროსი ქალიშვილის ლორანსის გვერდით, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.

სახელმწიფოს ყოფილ მეთაურთან გამოსამშვიდობებელი ოფიციალური ცერემონია გაიმართა საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და ათობით უცხოელი ლიდერის, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით.

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი - Sputnik საქართველო
„შირაკი – აფრიკელი“, „შირაკი – სამურაი“... უბრალოდ, ჟაკ შირაკი

ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჟაკ შირაკმა განსაკუთრებული როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. 2004 წელს სწორედ მან გაათავისუფლა ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობიდან საქართველოს მთავრობის თხოვნით. იმავე წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. მაშინ ის საფრანგეთის მოქალაქე იყო, ამიტომ სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

ზურაბიშვილმა მინისტრის პოსტზე თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმუშავა. შემდეგ ის ოპოზიციაში წავიდა და საკუთარი პარტია შექმნა. მოგვიანებით დაბრუნდა საფრანგეთში და ხელმძღვანელობდა გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ირანის საკითხებზე მუშაობდა.

ზურაბიშვილი საქართველოში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ დაბრუნდა. 2016 წელს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა, ხოლო 2018 წელს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0