თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო France-presse.
„რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი დღეს, დილით გარდაიცვალა ახლობლების გარემოცვაში. მშვიდად“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი 1995-2007 წლებში იყო.