პარტია „გირჩი“ სამახსოვრო ნივთებს აუქციონზე გაყიდის

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე ორიგინალური პარტია „გირჩის“ აუქციონის ერთ-ერთი ლოტი პირადობის მოწმობა იქნება

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრ - გირჩმა“ ოფისის შეცვლა გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით კვირას აუქციონის ჩატარებას გეგმავს, რათა ზოგიერთი სამახსოვრო ნივთი გაყიდოს.

თამაში იწყება – ყველაზე ორიგინალური პარტია ახალ პროექტს იწყებს >>

„გირჩი“ კიდევ ერთხელ იცვლის ოფისს. ირაკლი გამრეკელის ქუჩიდან გადავდივართ ბესიკის ქუჩაზე. ასე მოითხოვა საქმემ. ვინც ჩვენს ჯერ კიდევ ახლანდელ ოფისში ყოფილხართ, გეხსომებათ, რა მხიარული ყრილობა, ფლიმარკეტი და ბევრი ასეთი ღონისძიება ჩავატარეთ აქ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წასვლის წინ კიდევ ერთხელ გავერთოთ და გავმართოთ გამოსამშვიდობებელი აუქციონი“, - ნათქვამია „გირჩის“ Facebook-გვერდზე.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
მეკვლეს საფასური: რამდენი გამოიმუშავა ზურაბ ჯაფარიძემ ახალი წლის ღამეს

აუქციონი „გირჩის“ ძველ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება.

ლოტებს შორის იქნება ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) ძველი პირადობის მოწმობა.

საკუთარი სახელის შეცვლა ჯაფარიძემ გასული წლის აგვისტოში გადაწყვიტა, როდესაც ცესკო-მ „გირჩის“ სახელით მის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. ამით მან ბიულეტენში „გირჩის“ დასახელება შეიტანა.

ცოტა ხნის შემდეგ ჯაფარიძე დაარეგისტრირეს და სახელის შეცვლა საჭირო აღარ იყო, მაგრამ პოლიტიკოსს იმ დროისათვის განაცხადი იუსტიციის სამინისტროში უკვე შეტანილი ჰქონდა და სახელი მაინც შეუცვალეს.

ზურაბ ჯაფარიძის „ჯოინთი“ და „კანაფის ფესტივალი“ - შსს გამოძიებას აგრძელებს >>

აუქციონზე მეორე ლოტი იქნება მელნის ბოთლი, „რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი“.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე

„გირჩმა" დაარსების დღიდან მიიპყრო ქართველი ახალგაზრდების ყურადღება არაორდინარული და თამამი იდეებით. 2018 წლის ივლისში „გირჩის" ლიდერებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგეს და მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციას მიაღწიეს.

გარდა ამისა, 2017 წელს „გირჩმა" ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების კამპანია დაიწყო. პარტიამ დაარეგისტრირა ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" და ახალგაზრდების რელიგიური მსახურის სახით აყვანა დაიწყო. კანონის თანახმად, მღვდელმსახურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალება. შედეგად, „გირჩის" ამ აქციის გამო, ბოლო მონაცემებით, ხელისუფლებამ ჯარში 4,3 ათასზე მეტი ახალგაზრდა ვერ გაიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0