ზურაბ ჯაფარიძის „ჯოინთი“ და „კანაფის ფესტივალი“ - შსს გამოძიებას აგრძელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტობის ექს-კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს მარიხუანის უკანონო შენახვა-გასაღება კვლავ ედება ბრალად

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. შსს აგრძელებს საქმის გამოძიებას ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პრეზიდენტობის ექს-კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც პოლიციის თვალწინ თავისი ხელით დაარიგა „ჯოინთები“, სავარაუდოდ, მარიხუანის შიგთავსით.

„ეს გამოძიება გრძელდება“ - ციტირებს Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 273-ე მუხლით („მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
აუქციონი: ვის გსურთ პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი მეკვლედ

საქმე ეხება 20 ოქტომბრის მოვლენებს. იმ დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე რვა დღით ადრე, „გირჩის“ ლიდერები თბილისში „კანაფის ფესტივალის“ გამართვას გეგმავდნენ. „დედაენის“ ბაღში ისინი და მათი მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ, თუმცა ღონისძიება ჩავარდა. პოლიციამ პერიმეტრი შემოსაზღვრა და ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს.

ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად მარიხუანის სრული ლეგალიზების მომხრეები შემოიკრიბა და რამდენიმე მათგანს დაურიგა „ჯოინთები“, სავარაუდოდ, მარიხუანის შიგთავსით. ამასთან მან განაცხადა, რომ დაკავების არ ეშინია. რამდენიმე წუთში პოლიციამ ის დააკავა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს >>

„გირჩის“ ლიდერების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის წყალობით, საქართველოში მარიხუანის მოწევა ნებადართულია. ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ და მარიხუანის მოხმარებისთვის დარჩენილი ერთადერთი სასჯელი - 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.

მოგვიანებით შსს-მ შეიმუშავა ცვლილებები, რომელთა თანახმად მარიხუანის ლეგალური მოწევა ნებადართულია მხოლოდ სახლში, ისიც თუ ახლოს არ იმყოფებიან არასრულწლოვნები. პარლამენტმა კანონპროექტი უკვე მიიღო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0