საქართველოში ფულიც გაძვირდა

CC BY-SA 2.0 / 401(K) 2012 / Moneyამერიკული დოლარი
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა, ექსპერტების ნაწილი მიაჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს ქვეყანაში ფასების შემდგომი ზრდის შესაჩერებლად ახლა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ნაწილი კი თვლის, რომ ის დროა, მარეგულირებელმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკას გადახედოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8,5 პროცენტი გახდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, ამჟამად 124.300 მომხმარებელზე ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7.241,7 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8,5 პროცენტამდე გაზრდა კი იმას ნიშნავს, რომ ამ 124.300 მსხებელს სესხის მომსახურება 0,5 პროცენტით გაუძვირდება, აღნიშნა „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გაძვირდება თუ არა საწვავი უფრო მეტად
„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ასევე გამოიწვევს ლარში გასაცემ სესხებზე პროცენტის ზრდას, სესხებზე მოთხოვნის შემცირებას და შემცირებული „ხარჯვით" ინფლაციის „შებოჭვას“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

თუმცა, მისივე თქმით, ახლა მარეგულირებელს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„კორონავირუსის პანდემიის გამო ფაქტობრივად გაჩერებული ეკონომიკის, დაგვიანებული ვაქცინაციის, ღრმა პოლიტიკური კრიზისის, ინვესტიციების განახევრების, ლარის კატასტროფული გაუფასურების და ინფლაციური მოლოდინების ზრდის ფონზე ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გარდა სხვა გზა არ დარჩა იმისათვის, რომ ცოტათი მაინც შეაჩეროს ფასების ზრდა“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

გიორგი კეპულაძეს მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში მთვარობამ ეკონომიკური ზრდის 4,3%-იან პროგნოზსაც უნდა გადახედოს.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
რას მოუტანს პოლიტიკური დესტაბილიზაცია საქართველოს ეკონომიკას
„ყველა ვხვდებით, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა, სამწუხაროდ, 4%-ითაც ვერ გაიზრდება. ესეც 2020-თან შედარებით, თორემ 2019-ის დონეზე ჩვენი მშპ 2022 წელს თუ დაბრუნდა, ეგეც საქმეა“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვეფხია გიორგაძე ფიქრობს, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული განაკვეთი შექმნილ ვითარებაში, პირიქით, მინიმუმამდე უნდა დაეყვანა, გამოეყენებინა განვითარებული ქვეყნების მაგალითები და გაეზარდა ფულზე ხელმისაწდომობა.

რატი აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
რატი აბულაძე: საქართველო გლობალურ ეკონომიკაში ისევ „რეგიონული ღობიდან“ იყურება
„მონეტარულ განაკვეთზე მიბმულია გრძელვადიანი კრედიტები, რომელთა გარეშე ბიზნესისა და, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია; ხოლო ეკონომიკის ზრდა და დასაქმება ის ფაქტორებია, რომლებიც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობას განაპირობებს“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

დღეს ქვეყანაში საინვესტიციო ფულის დეფიციტია, რადგან ფული იმაზე ძვირია, ვიდრე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყანაში უნდა იყოს და სწორედ მაღალი მონეტარული განაკვეთი არის ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი, თქვა ვეფხია გიორგაძემ.

ეკონომიკის დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, რადგან ამით ისედაც ძვირი ფული კიდევ უფრო გაძვირდა.

ამირან კილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საქართველოში ბიზნესს წამოვიწყებთ

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ის დიდი ნაკლი აქვს, რომ არ ხერხდება ეკონომიკის გრძელვადიანი და იაფფასიანი დაკრედიტება, როდესაც ეს საჭიროა. ჩვენ რეგიონში ისედაც ერთ-ერთი ლიდერები ვართ მაღალი საპროცენტო განაკვეთით. თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს ვიკავებთ“, – განუცხადა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოს“.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საკითხავია – რამდენად ამართლებს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. 

ნიკა შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
Bmatch პლატფორმის დაფარული მხარე – ექსპერტი შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს

რას ამბობს ეროვნული ბანკი

მიმდინარე წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3,6 პროცენტი შეადგინა. ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება კი ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება.

უწყების მიერ გვრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა და რაც ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში აისახება.

ინფლაციაზე ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა ისიც, რომ პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონის და მართლმსაჯულების სიმბოლო - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
რა უნდა ვიცოდეთ მედიაციის, ანუ დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ

კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს. გარდა ამისა, მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებაც აძლიერებს ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს.

„არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) ეტაპობრივად დაუახლოვდება“, – აღნიშნულია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფულის გადაცემა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2021
ვის უნდა მივმართოთ, როცა მევახშე ბინას გვართმევს

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

2020 წლის აპრილიდან მარეგულირებელმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, უკვე 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0