რა უნდა ვიცოდეთ მედიაციის, ანუ დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ

© Pixabay / succoკანონის და მართლმსაჯულების სიმბოლო
კანონის და მართლმსაჯულების სიმბოლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიატორის პროფესია ოფიციალურად საქართველოში ერთი წელია არსებობს. გასული წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, რომელიც ყველა ლიცენზირებულ მედიატორს აერთიანებს.

რას ნიშნავს მედიაცია, ვის შეუძლია გახდეს მედიატორი და რა იყო ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის ფონზე, „Sputnik–საქართველოს“ მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ესაუბრა.  

© photo: courtesy of Irakli Kandashviliმედიატორთა ასოციაციის პრზიდენტი ირაკლი ყანდაშვილი
რა უნდა ვიცოდეთ მედიაციის, ანუ დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ - Sputnik საქართველო
მედიატორთა ასოციაციის პრზიდენტი ირაკლი ყანდაშვილი

რა არის მედიაცია და ვის შეუძლია გახდეს მედიატორი?

მედიაცია – ეს არის მხარეების ინტერესებზე მორგებული მოლაპარაკების პროცესი, სადაც შედეგი პროცესის მონაწილეებზეა დამოკიდებული. თუ მოდავე მხარეებს უნდათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, მათ შეუძლიათ მედიატორის დახმარებით ეს შედეგი თავად დააყენონ. მედიაცია კეთილგონივრული დიალოგის კულტურას ნერგავს საზოგადოებაში.

მედიატორის პროფესია ოფიციალურად საქართველოში ერთი წელია არსებობს. შესაბამისი კანონის მიღებას მათ შორის ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებდა. კანონი „მედიაციის“ შესახებ“ 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, რომელიც ყველა ლიცენზირებულ მედიატორს აერთიანებს.

მედიატორი შუძლია გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არის ქმედითუნარიანი, არ არის ნასამართლევი და აკმაყოფილებს ასოციაციის მიერ დადგენილ სერტიფიცირების პროგრამის მოთხოვნებს.

ფულის გადაცემა - Sputnik საქართველო
ვის უნდა მივმართოთ, როცა მევახშე ბინას გვართმევს

რატომ არ შეუძლიათ მხარეებს მოილაპარაკონ მედიატორის გარეშე?

შეძლებით, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად უფრო მარტივია და ეფექტიანია მედიაციის გზით მოლაპარაკება. დამეთანხმებით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობები იძაბება და ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ. მით უმეტეს, თუ დავა წლების განმავლობაში გრძელდება, იმდენად იძაბება ურთიერთობა, რომ მათ ერთმანეთთან მისასვლელი გზა აღარ აქვთ. თუ მხარეების ინტერესში მორიგება ნამდვილად შედის, მათ აუცილებლად ესაჭიროებათ კვალიფიციური მომლაპარაკებელი. რომელიც მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მედიაციით მიღწეული შეთანხმება, განსხვავებით ჩვეულებრივი მოლაპარაკების შედეგისა, აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს მხრიდან აღნიშნული სამედიაციო შეთანხმების დადასტურების გზით, რა დროსაც სასამართლოს გამოაქვს საქართველოს სახელით სასამართლო გადაწყვეტილება. რაც იმას ნიშნავს, რომ  მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ შეთანხმების აქტი სასამართლოში და მას შემდეგ, რაც სასამართლო მას შეამოწმებს და ნახავს, რომ არის კანონთან შესაბამისი და აღსრულებადია, დაადასტურებს მის შინაარს.

ნიკა შენგელია - Sputnik საქართველო
ნიკა შენგელია: 2021 წლის მთავარი გამოწვევა ისევ ლარის კურსი და მაღალი ფასები იქნება

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიაცია სასამართლოსთან შედარებით ნაკლებად ხარჯიანია – როგორც ფინანსურად, ასევე დროის თვალსაზრისით. სასამართლო მედიაციის შემთხვევაში ეს არის 45-დღიანი პროცესი. ფინანსურად კი იმიტომ არის მომგებიანი, რომ მხარეები ბაჟს მხოლოდ 1%-ის ოდენობით იხდიან, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბაჟი 12%-ია გადასახდელი სამართალწარმოების სამივე ინსტანციის გავლის საჭიროების შემთხვევაში. მედიაციაში შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მხარეებს გადახდილი 1% ბაჟი უკან უბრუნდებათ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიაცია ეხმარება კონფლიქტის მხარეებს – „სახე არ დაკარგონ“ და მათ კონფლიქტის ამოწურვის შემდეგაც ურთიერთობის გაგრძელების წინაპირობა გააჩნიათ.

ბიტკოინი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: 2021 წელი ახალი კრიპტომილიონერებით არაერთხელ გაგვაკვირვებს

როგორ და რა სახის დავის არსებობის შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ მედიატორს?  

მედიაციის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოში ორი ფორმის მედიაცია არსებობს: სასამართლო და არასასამართლო.  

სასამართლო მედიაციის მომხმარებელი მხარეები იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ სარჩელია აღძრული და სამართალწარმოება მიმდინარეობს სამოქალაქო კატეგორიის სასამართლოში, ხოლო მხარეები გადაწყვეტენ – შეაჩერონ ეს პროცესი იმისთვის, რომ საქმემ სასამართლო მედიაციაში გადაინაცვლოს. არასასამართლო მედიაცია კი მათთვისაა, ვისაც თავიდანვე სასამართლოს გარეშე სურს შეთანხმების მიღწევა და, ნაცვლად სასამართლოში სარჩელის აღძვრისა, თანხმდებიან მედიაციის გზით კონფლიტქის ამოწურვაზე და პირდაპირ მიმართავენ მედიატორს.

სამოქალაქო კატეგორიის დავის წარმოშობის შემთხვევაში დაპირისპირებულ მხარეებს შეუძლიათ ნახონ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიანი მედიატორთა რეესტრი (www.mediators.ge), აარჩიონ ორივე მხარისთვის მისაღები მედიატორი და მისი ჩართულობით აწარმოონ უკვე მოლაპარაკება.

უშუალოდ მედიაციას დაქვემდებარებულ დავებს რაც შეეხება, კანონმდებლობის თანახმად, ესენია: ინდივიდუალური შრომითი დავები, საოჯახო, სამეზობლო, სამემკვიდრეო დავები, საზიარო უფლების გაყოფის დავები, ქონებრივი დავები (20 ათას ლარს ქვემოთ), არაქონებრივი – აბსოლუტურად ყველა კატეგორიის დავა, სასესხო, ონლაინ კრედიტთან დაკავშირებული დავები და მხარეთა შეთანხმებით ყველა სხვა სამოქალაქო კატეგორიის დავა.

რატი აბულაძე - Sputnik საქართველო
2020 წელი ეს იყო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობა და აღშფოთებული ბიზნესი

რა გააკეთა გასულ წელს მედიაციის განვითარების მიზნით ასოციაციამ?

2020 წელი ზოგადად ასოციაციისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, კორონავირუსის პანდემიის გამო ფაქტობრივად საქმის წარმოება ამ სფეროშიც ჯერ კიდევ მარტში შეჩერდა. თავიდან მთავრობამ მედიაცია დისტანციურად საქმის წარმოების დასაშვებ კატეგორიებს არ მიაკუთვნა და მხოლოდ ჩვენი ასოციაციის მიმართვის შემდეგ მოხდა ამ ჩამონათვალში ეს პროფესია. ამის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და შევიმუშავეთ მედიაციის დისტანციურად წარმოების პლატფორმა, რამაც ძალიან გაამართლა და, შეიძლება ითქვას, ფაქტიურად დარგი გადაარჩინა.

დისტანციური მედიაციის მეშვეობით მხარეებს შორის არაერთი შეთანხმება შედგა; 2020 წელს ძალიან დიდი მიღწევა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არასასამართლო მედიაციის შედეგად ორ ბიზნესს შორის მიღწეული შეთანხმების დამტკიცების ფაქტი, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა კანონის ამოქმედების შემდგომ არასასამართლო/კერძო მედიაციის სასამართლოს მხრიდან დადასტურების. მედიატორების ჩართულობით 2020 წლის მანძილზე დაახლოებით ჯამურად 150-მდე საქმე იქნა წარმოებაში მიღებული, საიდანაც 90%-მდე მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

თი-ბი-სი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
ვის და რატომ სთავაზობენ კომერციული ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას

გასულ წელს ასევე დავაფუძნეთ მედიაციის განვითარების კომიტეტი საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ბაზაზე, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შევიმუშავეთ და დავადგინეთ ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებული პროფესიაში მიღების წესი, მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებამ დაამტკიცა სერტიფიცირების პროგრამის დებულება. ახლა ვმუშაობთ და უახლოეს საერთო კრებაზე მივიღებთ მედიატორთა ეთიკის კოდექსს, რომელსაც ასევე ვქმნით ევროკავშირის (EU/UNDP) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ექსპერტების რეკომენდაციებით და მათი უშუალო ჩართულობით.

გასულ წელს ჩვენმა ასოციაციამ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, რაც სასამართლო მედიაციის განვითარების ძალზედ კარგი წინაპირობაა, ისევე, როგორც გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციასთან, რაც არის ბიზნესის ინფორმირების ერთგვარი წინაპირობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის შესახებ და, ვფიქრობ, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ბიზნესი ეცდება საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას სწორედ მედიაციის გზით.

 Autopapa - Sputnik საქართველო
როგორ აისახა კორონავირუსის პანდემია ავტომობილების ბაზარზე

ჩვენ ასევე ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმებს საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელთან და ვცდილობთ, რომ უნივერსიტეტებში აქტიურად დავნერგოთ მედიაციის სწავლება. ამასთან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს მედიაციის საშუალო სკოლებში სწავლების დაწყება, რათა ახალმა თაობამ იცოდეს დავის გადაწყვეტის ამ ალტერნატიული მექანიზმის შესახებ, სანამ უშუალოდ კონფლიქტში აღმოჩნდებიან.

ვფიქრობ, ყველა ეს აქტივობა ასევე დაგვეხმარება იმ ორი უმთავრესი გამოწვევის დაძლევაში, რომელიც დღეს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის წინაშე დგას. ესენია: საზოგადოებაში მედიაციის მიმართ ცნობადობის და სანდოობის გაზრდა.

მადონა კოიძე - Sputnik საქართველო
ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისთვის ბიზნესი მხოლოდ 1000 ლარით არ უნდა ჯარიმდებოდეს

2021 წელს კიდევ რა გეგმები აქვს ასოციაციას?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მიმდინარე წელს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ეფექტიან მექანიზმად დანერგვის მიმართულებით აქტიური პოლიტიკის გატარებაა, რაც მოიცავს მისი ცნობადობისა და სანდოობის გაზრდას. პირველის  მიღწევა შესაძლებელია საშუალო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებელში მედიაციის სწავლებით, ბიზნესის და საზოგადოების მედიაციის შესახებ ფართო ინფორმირებით და დაინტერესებით, ხოლო პროფესიის მიმართ სანდოობის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის და მედიატორთა დისციპლინირების საქმის წარმოების წესის მიღება ასოციაციის მხრიდან, რაც იქნება კიდევ ერთი დადასტურება საზოგადოების წინაშე, რომ პროფესიის წარმომადგენლები საქმიანობის განხორციელებისას ექვემდებარებიან მაღალ მორალურ და ეთიკურ სტანდარტებს.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0