06:46 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (191)
53 0 0

მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კალია სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. გაეროს  სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს კალიების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქვემო ქართლში კალიებთან ბრძოლა გრძელდება>>

ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,  მიმდინარე წელს საქართველოშიც კალიების რაოდენობა და გავრცელების არეალი მკვეთრად გაიზარდა.  კერძოდ, 2020 წლის მონაცემებით, იტალიური და მოროკოული კალია  საქართველოში 72 ათას ჰექტარზე გავრცელდა, მაშინ როდესაც გასულ წლებში მავნებლის გავრცელების არეალი 20 - 30ათას ჰექტარს არ აღემატებოდა.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახალი პროექტი... ხელს შეუწყობს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მწვანე საფარის განადგურებისგან დაცვას“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

FAO-ს პროექტი „საქართველოში კალიების შემოჭრისადმი მზაობა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება“ მავნებლის გავრცელების არეალში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დაცვასა და მოსავლის გადარჩენას ისახავს მიზნად.

უწყების ცნობით,  მხარდაჭერის ღონისძიებები მოიცავს მავნებელთან ბრძოლის რამდენიმე მიმართულებას: მავნებლის საველე კვლევას, მცენარეთა დამუშავებასა და კონტროლს (40 000 – 50 000 ჰა მიწის ფართობზე), საჭირო დანადგარებისა და მასალების შეძენას, მონიტორინგის განხორციელებასა და გარემოზე შეწამვლითი ღონისძიებების ზემოქმედების ანალიზს.

კალიების პოპულაციის მართვისა და პრევენციის მიმართულებით, FAO-ს, მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების 60-წლიანი გამოცდილება აქვს.

სურსათის ეროვნული სააგენტო: კალიებს ყოველწლიურად ვებრძვით>>

მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. FAO საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის კალიების გასანადგურებლად საჭირო პესტიციდებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და შემასხურებლებს.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (191)

მთავარი თემები